info@aiia.org.ge
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OLD.AIIA.ORG.GE
აი ია
  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH
აი ია
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სმენის კვირეული ოზურგეთში

სმენის კვირეულის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი აი ია ოზურგეთს ეწვია

6 მარტი, 2022
სმენის კვირეული ოზურგეთში

26 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია” ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრმა ,,ბეკარი” ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით სხვადასხვა აქტივობები განახორციელა.
• კონსულტაციები გაეწიათ იმ ოჯახებს და ბავშვებს, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
• ჩატარდა მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;
• გაიმართა კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან მშობლებისთვის.
• ჩატარდა ვორკშოპები საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის
• გაიმართა შეხვედრები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებთან – უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით; პედაგოგებს, ფონდის წარმომადგენლებმა საჩუქრად პრაქტიკული სახელმძღვანელოები გადასცეს. აღნიშნული აქტივობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
ოზურგეთის მერიას, საქველმოქმედო ფონდს ,,აი ია” და მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკარს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ოზურგეთში, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების მხარდაჭერის გაზრდასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოვებას შეუწყობს ხელს.
დოკუმენტს ხელი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას“ დირექტორმა ნანა გოთუამ, ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკარის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა მოაწერეს.
„ოზურგეთის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო „სმარტ კაპიტალ ჯგუფს,“ საქველმოქმედო ფონდ ,,აი, იას“ და ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკარს“ ოზურგეთში ჩატარებული საინტერესო შეხვედრებისთვის და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში გამოხატეს. მათი გამოცდილება და რეკომენდაციები, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ბენეფიციარების საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული აქტივობები დავგეგმოთ,“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ShareTweetShareSend

Related Posts

აი ია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია
მშობლებს

აი ია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

საქველმოქმედო ფონდი აი ია 6 წლისაა!
ვიდეო-გალერეა

საქველმოქმედო ფონდი აი ია 6 წლისაა!

ვაჩეს ისტორია – მშობლის დღიური
ვიდეო-გალერეა

ვაჩეს ისტორია – მშობლის დღიური

აი ია-ს საქველმოქმედო ვიზიტი რაჭაში
ვიდეო-გალერეა

აი ია-ს საქველმოქმედო ვიზიტი რაჭაში

აი ია 6 წლისაა!
ვიდეო-გალერეა

აი ია 6 წლისაა!

სასმენი აპარატის მოხმარება
მშობლებს

სასმენი აპარატის მოხმარება

სიახლეები

აი ია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია
მშობლებს

აი ია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

საქველმოქმედო ფონდი აი ია 6 წლისაა!
ვიდეო-გალერეა

საქველმოქმედო ფონდი აი ია 6 წლისაა!

ვაჩეს ისტორია – მშობლის დღიური
ვიდეო-გალერეა

ვაჩეს ისტორია – მშობლის დღიური

აი ია-ს საქველმოქმედო ვიზიტი რაჭაში
ვიდეო-გალერეა

აი ია-ს საქველმოქმედო ვიზიტი რაჭაში

  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
+995 322 236 933

© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH

© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia

  • →
  • Facebook
  • YouTube