ფონდი „აი იას“ 10 წლის იუბილეს ფარგლებში წარმოგიდგენთ ფონდის ბენეფიციარის, ლუკა სხირტლაძის ისტორიას.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი ასახავს ლუკას განვითარების გზას და ექვსწლიანი თერაპიული პროცესის შედეგებს. მისი ისტორია ნათლად წარმოაჩენს მიზანმიმართული შრომის, თანმიმდევრული რეაბილიტაციისა და ბავშვისა და პროფესიონალთა გუნდის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

უკვე 10 წელია, ფონდი „აი ია“ აერთიანებს პროფესიონალებსა და ოჯახებს საერთო მიზნის გარშემო – ხელი შეუწყოს ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარების პოტენციალის რეალიზებაში.

ლუკას ისტორია ამ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგია.

ლუკა სხირტლაძის სრული ისტორია: ვიდეოს ნახვა YouTube-ზე  https://youtu.be/B_FRFw6vcR0?si=hsfc7fFRGaS3pXyp