ფონდ „აი იას“ სარეაბილიტაციო ცენტრს დოქტორი თომას ჯ. ჰალაჰანი ეწვია — აუდიოლოგიის დოქტორი, MGH Institute of Health Professions-ის მოწვეული ასისტენტ-პროფესორი და ამერიკის მეტყველების, ენისა და სმენის ასოციაციის (ASHA) Fellow.

დოქტორ ჰალაჰანს აქვს მრავალწლიანი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება აუდიოლოგიისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იგი ASHA-ს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა დადებითად შეაფასა ფონდის გუნდის პროფესიონალიზმი და ცენტრის საქმიანობა. შეხვედრა გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობა იყო, რაც ხელს უწყობს სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხის განვითარებას.

ფონდი „აი ია“ მადლობას უხდის დოქტორ თომას ჯ. ჰალაჰანს ვიზიტისა და პროფესიული მხარდაჭერისთვის.