ფონდ „აი იაში“ ყოველი წლის დასაწყისში ტრადიციულად იმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ცენტრი თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს აცილებს.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი ოჯახებისა და ფონდის გუნდისთვის. თერაპიული პროცესის დასრულება ბავშვის განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ახალი შესაძლებლობების დაწყებას უკავშირდება.

ფონდი „აი ია“ ამაყობს თითოეული ბენეფიციარის მიღწევებით და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.