საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და ფონდი „აი იას“ დირექტორმა ნანა გოთუამ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს სმენის დარღვევებისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების პრევენციისა და მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, საინფორმაციო კამპანიებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სმენის შეფასების ახალი ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობას, ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და შესაბამისი საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების შექმნას.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სმენის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფას, სასწავლო პროცესში მათი სრულფასოვანი ჩართულობისა და განვითარების მხარდაჭერას.

ვიდეოს ნახვა: https://www.facebook.com/reel/1923997431655658