ფონდმა „აი იამ“ და ორგანიზაციამ „სიცილის თერაპია“ თანამშრომლობა დაიწყეს პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის თერაპიული მომსახურების განვითარების მიზნით.

თანამშრომლობის ფარგლებში, ექიმმა ჯამბაზებმა გაიარეს მუსიკათერაპიის სპეციალიზებული გადამზადება და შესაბამისი პროფესიული მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვნენ.

ინიციატივის მიზანია ბავშვებისთვის დამატებითი თერაპიული შესაძლებლობების შექმნა და მუსიკის საშუალებით მათი ემოციური კეთილდღეობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა.

პარტნიორობა ორიენტირებულია არა ერთჯერად დახმარებაზე, არამედ კომპლექსური თერაპიული სერვისების განვითარებასა და მდგრადი მხარდაჭერის სისტემის ჩამოყალიბებაზე.