კოხლეარული იმპლანტის მქონე გმირი დუდა სხვადასხვა თამაშებსა და სიმღერებს სთავაზობს ბავშვებს.

მშობლებსა და ბავშვის გარემოში მყოფ სხვა ადამიანებს საშუალება ეძლევათ ბავშვებთან ერთად სიამოვნება მიიღონ, გაერთონ და ასევე ისაუბრონ იმ საკითხზე, რასაც განსხვავებული საჭიროებები ჰქვია.

პატარა ასაკიდანვე სპეციალური საჭიროებების შესახებ საუბარი დაგვეხმარება ერთად ჩამოვაყალიბოთ მეტად ტოლერანტული და განსხვავებულობის მიმართ მაღალი მიმღებლობის მქონე ინკლუზიური საზოგადოება.

შემოქმედებითი გუნდი:

– მუსიკისა და ტექსტის ავტორი : ირინა დუმბაძე.

– არანჟირება – დავით თავაძე.

– მიქსინგი და მასტერინგი – ლუკა შარაშენიძე.

– დუდას ხმა – სალომე ხუციშვილი.

– მხატვარი – ანნა სონია გაბის.

– ანიმაცია/გრაფიკა – დავით თავაძე.

– ანიმაცია – ლაშა კევლიშვილი.

– პროექტის მენეჯერი: სალომე ბარბაქაძე

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

© საქველმოქმედო ფონდი აი ია