info@aiia.org.ge
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
აი ია
  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH
აი ია
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

შიშები 0-დან 11 წლამდე ბავშვებში

გარკვეული შიშები ნორმაა

20 მარტი, 2023
შიშები 0-დან 11 წლამდე ბავშვებში
ბავშვის მიერ გამოხატული შიშის გრძნობა იმის ნიშანია, რომ იგი იწყებს სამყაროს და მისი ფუნქციონირების გაგებას, ცდილობს გაიგოს რას ნიშნავს ესა თუ ის მოვლენა მისთვის.
დროთა განმავლობაში, გამოცდილების გამრავალფეროვნებით, იგი თავად მიხვდება, რომ ის, რაც საშინლად გამოიყურება, არც ისე საშინელიამ, რომ თავადვე აქვს შიშების გამკლავების უნარი.
ამისთვის კი მოზრდილის შესაბამისი მხარდაჭერაა საჭირო.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გარკვეული შიშები ნორმაა და არ არის ხოლმე რაიმე პრობლემის ნიშანი.

ნორმალურია როცა 0 – 2 წლამდე ასაკში ბავშვს ეშინია

ნორმალურია როცა 2- 4 წლამდე ასაკში ბავშვს ეშინია

გქონიათ სიტუაცია, როდესაც ბავშვი ძილის წინ ამბობს, რომ მას მონსტრის ეშინია, რომელიც კარების უკან არის?
შიშის უგულვებელყოფის ნაცვლად პროცესში ემოციასთან გამკლავების გზებზე საუბრით ბავშვებს შესაბამის მხარდაჭერას გავუწევთ.
გახსოვდეთ შიში ბუნებრივი ემოციაა.
მითუმეტეს რომ, ბავშვები ავითარებენ წარმოსახვის უნარებს და უჭირთ ზღვარი გაავლონ რეალობასა და ფანტაზიებს შორის.
ამიტომ დაეხმარეთ მათ აღნიშნული ემოციების გადალახვაში, აგრძნობინეთ, რომ შიშის ემოცია სხვებსაც განუცდიათ, რომ მისი გესმით და მათთან ხართ!
უთხარით მაგალითად შემდეგი:
✅ შენთან ვარ, შემიძლია ჩაგეხუტო.
✅ რა გიშველის? რა დაგამშვიდებს?
✅ ხელს მოგკიდებ და ისე დაიძინე.
✅ პატარა რომ ვიყავი, ხანდახან მეც მეშინოდა იცი? ახლაც მეშინია ხოლმე რაღაცეების და მესმის ახლა რასაც გრძნობ. გული ჩქარა გიცემს? აბა მაჩვენე…

ნორმალურია როცა 5 – 7 წლამდე ასაკში ბავშვს ეშინია

5-7 წლამდე ასაკში შიშთან გამკლავების გზაა ემპათია, თანაგრძნობა, შიშის ემოციის სახელდება და სიტუაციაზე მსჯელობა.
აღნიშნულ ასაკში მათ ეშინიათ ცხოველების, ცეცხლის, შესაძლოა ეშინოდეთ ექიმისაც – რადგან უკვე გარკვეული გამოცდილებები დააგროვეს. შესაძლოა ეშინოდეთ სიბნელის, ღამე მარტო დარჩენის – რაც ასევე ბუნებრივია.
ამ დროს, რაც არ უნდა სულელურად გეჩვენებოდეთ ბავშვის შიში, არ გააუფასუროთ მისი ემოცია. ,,შენ უკვე დიდი ხარ!” , ,,სიბნელის რატო გეშინია? რა არის საშიში, დაიძინე!”
 მსგავსი მიდგომით ჩვენ მათ ვუგზავნით მესიჯს, რომ მათი შეგრძნებები ჩვენთვის უმნიშვნელოა და არასწორი, რაც შეაფერხებს მის უნარს – საჭირო დროს გამოხატოს ემოცია და მართოს ის.
შესაძლოა დაგეხმაროთ 4 კარის იდეა.
დახატეთ ბავშვთან ერთად მისთვის საყვარელი და სასურველი მოვლენები ან ნივთები 4 სხვადასხვა ფურცელზე. ძილის წინ ჰკითხეთ მას რომელ კარში სურს შესვლა. მათთვის სასიამოვნოზე ფიქრი კი მშვიდად ჩაძინებაში დაეხმარებათ.

ნორმალურია როცა 8 – 11 წლამდე ასაკში ბავშვს ეშინია

8-11 წლამდე ასაკის ბავშვებმა უკვე თითქოს ყველაფერი იციან სამყაროს შესახებ, თუმცა მათთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია ბევრი რამ.
უფროსები ბავშვების გმირები ვართ, ისინი ჩვენგან სწავლობენ, ისმენენ და გვაკვირდებიან – ჩვენ როგორ ვუმკლავდებით ჩვენს წინაშე არსებულ საშიშ გამოცდილებებს.
8-11 წლის ასაკში რთულ ემოციებთან გამკლავებაში ბავშვებს მშობლები ან თანატოლები ეხმარებიან.
არ აირიდოთ შიში – ხშირად ბავშვების ცუდი ემოციებისგან დაცვა ავტომატურად გვინდება, მაგრამ ფრაზები ,,რისი გეშინია?”; ,,არაა საშიში”; ,,შენ ხომ ძლიერი ხარ?” ,,დიდი ბიჭი/გოგო ხარ” შიშთან გამკლავების გზებს ბავშვებს არ ასწავლის.
ამის ნაცვლად ეცადეთ თანაუგრძნოთ და მათი ემოციების შესახებ მოისმინეთ. უმჯობესია თუ სხეულითაც აგრძნობინებთ მათ მხარდაჭერას, დაიხარეთ მის სიმაღლეზე, ხელით შეეხეთ, ეცადეთ აირეკლოთ მისი ემოცია სახეზე.
ესაუბრეთ შიშებზე -მიაწოდეთ ინფორმაცია მსგავს გამოცდილებებზე ისე, რომ ბავშვებმა საკუთარი შიშების კონტექსტები გაიაზრონ.
ეთამაშეთ – საშიში მოვლენები ან ნივთები გაათამაშეთ. თამაშის დროს ბავშვი უსაფრთხო ,,ტერიტორიიდან” ახერხებს სხვადასხვა სცენარების გათამაშებას და საპასუხო რეაქციების პოვნას. თქვენ კი გეძლევათ შესაძლებლობა შიშთან გამკლავების ჯანსაღი მეთოდები მარტივად შესთავაზოთ.

ShareTweetShareSend

Related Posts

დუდა – სიმღერა ემოციებზე
ვიდეო-გალერეა

დუდა – სიმღერა ემოციებზე

ფონდის წარმომადგენლების სტუმრობა ქალების ნარატივში
ვიდეო-გალერეა

ფონდის წარმომადგენლების სტუმრობა ქალების ნარატივში

აი ია 7 წლისაა !
ვიდეო-გალერეა

აი ია 7 წლისაა !

სმენის მსოფლიო დღე 2023!
სმენის შესახებ

სმენის მსოფლიო დღე 2023!

სესილის ისტორია – მშობლის დღიური
ვიდეო-გალერეა

სესილის ისტორია – მშობლის დღიური

ელენას ისტორია – მშობლის დღიური
ვიდეო-გალერეა

ელენას ისტორია – მშობლის დღიური

სიახლეები

დუდა – სიმღერა ემოციებზე
ვიდეო-გალერეა

დუდა – სიმღერა ემოციებზე

ფონდის წარმომადგენლების სტუმრობა ქალების ნარატივში
ვიდეო-გალერეა

ფონდის წარმომადგენლების სტუმრობა ქალების ნარატივში

აი ია 7 წლისაა !
ვიდეო-გალერეა

აი ია 7 წლისაა !

შიშები 0-დან 11 წლამდე ბავშვებში
მშობლებს

შიშები 0-დან 11 წლამდე ბავშვებში

  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
+995 322 236 933

© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH

© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia

  • →
  • Facebook
  • YouTube