სასმენია აპარატის ფუნქციებია  ბგერის გაძლიერება და გაძლიერებული ბგერის ხარისხის და სისუფთვის უზუნველყოფა. სასმენი აპარატმი უნდა დაეხმაროს სმენადაქვეითებულ ადამიანს გარემომცველი ბგერებისა და საუბრის ამოცნობაში.

ბგერითი სიგნალის გარდაქმნის მიხედვით სასმენი აპარატები კლასიფიცირდება: ანალოგური – გარდაქმნის ბგერას ელ..სიგნალად და შემდეგ აძლიერებს

ციფრული – გასაძლიერებელი სიგნალების ციფრული დამუშვება.

ორივე ტიპის აპარატი შეიძლება იყოს ერთარხანი ან მრავალარხიანი. ანალოგური, როგორც წესი, ერთარხიანია, ციფრულების უმეტესობა  – მრავალარხიანი.

აპარატების ახალ თაობას მიეკუთვნებიან არხგარეშე სასმენი აპარატები, მათში ბგერითი სიგნალების დამუშვება მაღალ სიჩქარეზე უწყვეტად მიმდინარეობს ყველა სიხშირულ დიაპაზონში, რაც მნიშვნელოვან გამოთვლით სიმძლავრეს მოითხოვს.

ადამიანის სხეულზე განთავსების მიხედვით სასმენი აპარატები კლასიფიცირდებიან შემდეგნაირად:

  • ჯიბის
  • ყურსუკანა
  • ყურსშიდა (ITE, ITC, CIC)
  • იმპლანტირებადი და ძვლოვანი გამტარობის (BAHA – Cochlear, Sound Bridge – MED_EL, Carina – Otologics) და სხვა.

ყველა ტიპის სასმენი აპარატისთვის, გარდა იმპლანტირებადი და ძვლოვანი გამტარობის სასმენი აპარატებისა, აუცილებელია ყურის ჩანართი. მისი ფუნქციებია: ხმის გამტარის – ხმის გადაცემა სასმენი აპარატიდან დაფის აპკის გარსში. ფიქსაცია  – სასმენი აპარატის ფიქსაცია პაციენტის ყურში ან ყურის უკან. კორეგირება – სასმენი აპარატის ჟღერადობის კორექცია. არასწორადდამზადებული ჩანართი შესაძლოა გახდეს აკუსტიკის დამახინჯების წყარო და სასმენი აპარატის ჟღერადობის ხარისხის გამაუარესებელი. ხმის იზოლაცია  – სასმენი აპარატის უკუკავშირის, სტვენის წარმოქმნის თავიდან არიდება. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი სასმენი აპარატებისთვის. ხმის იზოლაცია დამოკიდებულია ჩანართის „დახურულობის“ ხარისხსა და ჩანართის მასაზე: რაც უფრო მჭიდროდ ზის ჩანართი, რაც უფრო გრძელია და რაც უფრო ვენტილაციურია არხი, მით უფრო საიმედოა გარე სასმენი მილის ხმის იზოლაცია. მაგრამ ასეთი ჩანართები ხშირად დისკომფორტულია ოკლუზიის (საკუთარი ხმის არასასიამოვნო ჟღერადობა) ეფექტის გამო. მისი აღმოფხვრისთვის ჩანართში აკეთებენ სავენტილაციო არხებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც წაეყენება ჩანართს – მან არ უნდა გააღიზიანოს და გახეხოს გარე სასმენი მილის კანი.

სასმენი ჩანართები შესაძლოა დამზადდეს სხვადასხვა მასალისგან. დღესდღეობით არსებობს დაახლოებით 15 სახეობის მაგარი და რბილი მასალა (დაწყებული სტანდარტული გამჭვირვალე მასალისგან, დამთავრებული ფერადი მოდელირებადი პლასტმასებით), რომლებსაც აქვთ განსხვავებული დანიშნულებები. ამჟამად, ძირითადად გამოიყენება ანტიალერგიული მასალები, რომლებიც არ იწვევენ კანის გაღიზიანებას.  ჩანართი შესაძლოა დაიფაროს ანტიალერგიული ლაქით, ვერცხლით, ოქროთი, პლატინით, ტიტანით ან სინთეტიკური მინით. მეტალით დაფარვა არა მხოლოდ თავიდან აგვარიდებს ალერგიას, არამედ ხელს უწყობს გარეგანი სასმენი მილიდან სითბოს გამოდევნას/გამოტანა. ეს მნიშვნელოვანია, თუკი პაციენტი იტანჯება სასმენი მილის ჭარბი ოფლიანობით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი რეაქციები.

მასალის ტიპის მიხედვით, ყურის ჩანართები იყოფა რამდენიმე ტიპად:

ყურის ჩანართის ფორმის არჩევა დამოკიდებულია არსებული სასმენი აპარატის სიმძლავრესა და მოდელზე, სასმენი მილის ფორმასა და ზომაზე, აუდიოგრამის ფორმაზე. მცირე სმენის დაქვეითებისას რეკომენდებულია ღია და ჩონჩხოვანი ჩანართები. მნიშვნელოვანი სმენის დაქვეითებისას, რაც მოითხოვს მძლავრი სასმენი აპარატის გამოყენებას, საჭიროა მასიური ჩანართი.

სასმენი აპარატის მომხმარებელი პაციენტები უჩივიან სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის, ყურის ჩანართთან დაკავშირებით. აკუსტიკური უკუკავშირის, სტვენის აღმოფხვრის აუცილებლობა საჭიროებს ჩანართის მჭიდროდ მოთავსებას სასმენ მილში, რაც იწვევს ხახუნის გრძნობას და არღვევს ვენტილაციას. დაფის აპკთან ბგერის უშუალო მიყვანა/მიტანა გამორიცხავს ყურის ნიჟარას, როგორც ბუნებრივ რეზონატორს, ხმის გამტარობიდან, რაც იწვევს საკუთარი ხმის უსიამოვნო ჟღერადობას. გარკვეულწილად, ეს პრობლემები გვარდება ყურის ჩანართის სხვადასხვა ადგილას გაბურღვით -სავენტილაციო არხების გაკეთებით. მათი განლაგება და ფორმა მოქმედებს  გაძლიერებული სასმენი აპარატების ხმოვანი სიგნალების მახასიათებლებზე.

ინდივიდუალური ყურის ჩანართები წარმოადგენენ თანამედროვე სმენისპროთეზირების მნიშვნელოვან ნაწილს და გარკვეულწილად განსაზღვრავენ/განაპირობებენ წარმატებას სასმენი აპარატის შერჩევისას და მორგებისას. ყველაზე უკეთესი სასმენი აპარატის ეფექტურობა შესაძლოა მკვეთრად დაეცეს არასწორად დამზადებული ჩანართის გამო.

სასმენი აპარატის ინდივიდუალური ყურის ჩანართის დამზადების პროცესს ეწოდება ოტოპლასტიკა. ეს ტერმინი გამოიყენება რამდენიმე მნიშვნელობით. პირველად მისი გამოყენება დაიწყეს ოტოქირურგიაში ყურის ნიჟარისა და გარე სასმენი მილის ნაწილების აღდგენის ან ჩანაცვლების აღსანიშნავად. 1948 წელს ტერმინი „ოტოპლასტიკა“ გამოიყენებოდა „ყურის ჩანართის“ სინონიმად.

გარე სასმენი მილის  ანაბეჭდის ხარისხიანი დამზადება შიდაყურის სასმენი აპარატის დამზადებისას კიდევ უფრო რთულია, ვიდრე გარე ყურის სასმენი აპარატისა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფორმების სიზუსტე, რადგან თუკი კორპუსი აწვება ყურის რომელიმე ნაწილს, აუცილებელია მისი დაპატარავება. დაპატარავებისთვის საჭიროა მოვაშოროთ ზედმეტი მასალა, ხოლო გადიდებისთვის – დავამატოთ.

სმენის დაზიანების მქონე ადამიანებთან მომუშავე ყველა სპეციალისტმა უნდა იცოდეს როგორ მუშაობს, რა შესაძლებლობები აქვს სასმენ აპარატს, როგორ გამოვიყენოთ იგი და უნდა შეეძლოს ამის ახსნა და სწავლება პაციენტისა და მისი ახლობლებისთვის.

როგორ უნდა გაკეთდეს  სასმენი აპარატი და ჩაისვას ყურის ჩანართი სწორად

  1. სასმენი აპარატის ამოღებისას ის უნდა გამოვრთოთ ან შევამციროთ ხმის სიძლიერე, რათა თავიდან ავიცილოთ სისინის/სტვენის გამოწვევა.
  2. ყურის უკანა სასმენი აპარატის ყურის ჩანართის ფართო რკალი მიმართული უნდა იყოს უკან, ხოლო მისი კაუჭი/კავი /რქა, მიმართული უნდა იყოს ზემოთ.
  3. გვიჭირავს რა კაუჭით, ჩანართი ყურში უნდა ჩაისვას უკნიდან, მცირე დახრილობით. იმისთვის რომ გავამარტივოთ ჩანართის ჩასმა, თავისუფალი ხელით მსუბუქად გადავწიოთ ყურის ნიჟარები სხვადასხვა მხარეს, ისე, რომ გარე სასმენი მილი ცოტათი გაფართოვდეს და გასწორდეს.
  4. ჩანართის ფართო რკალის ბასრი დაბოლოება აკურატულად უნდა მოვათავსოთ ყურის ნიჟარის კანის ნაკეც/ნაოჭქვეშ.
  5. ყურის ჩანართის ჩასმის შემდეგ, სასმენი აპარატი უნდა მოვათავსოთ ყურს უკან.
  6. უნდა ჩავრთოთ სასმენი აპარატი ან ავამაღლოთ ხმის სიძლიერე.

ზოგიერთ ადამიანთან ყურის ჩანართი მარტივად ისმება, ზოგიერთებთან საჭიროა ოდნავ „დატრიალება“ გარეთა სასმენ მილში. არ შეიძლება ძალის გამოყენება. კანი ყურში ძალიან მგრძნობიარეა და შესაძლოა გამოვიწვიოთ მისი დაზიანება. ყურში ჩანართის ჩასმის გასამარტივებლად, შესაძლებელია წავუსვათ მას ცოტაოდენი სპეციალური ან საბავშვო კრემი.

მნიშვნელოვანია ჩანართი სწორად ჩაისვას ყურში. არასწორად ჩასმული ჩანართი ვერ უზრუნველყოფს ჰერმეტიულობას, რაც წარმოშობს აკუსტიკურ უკუკავშირს (სტვენა/შიშინი/სისინი). თუკი ჩანართის ან სასმენი აპარატის გამტარის მილი   სასმენი მილის კედელს ებჯინება, ხმა მახინჯდება და სუსტდება, შესაძლოა წარმოიშვას ოკლუზიის ეფექტი.

როგორ უნდა მოიხსნას სასმენი აპარატი სწორად

  1. სასმენი აპარატის მოხსნისა და ჩანართის ყურიდან ამოღებამდე, აუცილებელია, გამოირთოს სასმენი აპარატი ან შემცირდეს ხმის სიძლიერე, რათა თავიდან იქნას აცილებული სტვენის/სისინის წარმოქმნა
  2. ფრთხილად ამოვიტანოთ ჩანართი სასმენი მილიდან
  3. შემდეგ ამოვიღოთ ელემენტები, რომ არ დაჯდნენ

როგორ შევამოწმოთ სასმენი აპარატის გამართულობა

  1. ჩავრთოთ სასმენი აპარატი, მივუახლოვოთ მისი მილი ყურის ჩანართით მიკროფონს. შესაძლებელია, ხელის გულებით ოდნავ შევკუმშოთ/ოდნავ მოვუჭიროთ სასმენი აპარატი/ს. თუკი სასმენი აპარატი მუშაობს, ამ მოქმედებამ უნდა გამოიწვიოს დამახასიათებელი სტვენა – აკუსტიკური უკუ კავშირი.
  2. მივიტანოთ სასმენი აპარატი ყურთან და მოვუსმინოთ საკუთარი ხმის ჟღერადობას. თუკი სტვენა არ არის ან ხმა მახინჯდება, საჭიროა ელემენტების შეცვლა. თუ ეს არ უშველის, მაშინ უნდა შემოწმდეს სასმენი აპარატი სპეციალისტის მიერ, სპეციალური ხელსაწყოებით.

რა უნდა გაკეთდეს როცა სასმენი აპარატი „დუმს“

  1. სასმენი აპარატი გამორთულია – ჩავრთოთ.
  2. ყურის ჩანართის მილი ამოვსებულია გოგირდით; კაუჭი ამოვსებულია გოგირდით ან ჭუჭყით; მიკროფონის მილი ამოვსებულია ჭუჭყით – უნდა დავათვალიეროთ და გავწმინდოთ.
  3. ელემენტები არ არის ჩასმული ან დამჯდარია – ჩავსვათ ახალი ელემენტები.
  4. ელემენტები ჩასმულია არასწორად, უკუღმა – უნდა გავასწოროთ.
  5. თუკი აპარატის გაუმართავობის პრობლემას ვერ მივაგენით, სასმენი აპარატი საჭიროებს შეკეთებას სახელოსნოში.

რა უნდა გავაკეთოთ თუკი სასმენი აპარატი ხან მუშაობს, ხან არა

სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით გავწმინდოთ ელემენტების ჩასადები. თუკი გაუმართავობა არ გამოსწორდა, ე.ი. სასმენი აპარატი საჭიროებს შეკეთებას.

ყურის ჩანართის მოვლა

ყურის ჩანართის ხმოვანი არხი დროთა განმავლობაში ივსება ყურის გოგირდით ან ჭუჭყით, რაც ამახინჯებს და ასუსტებს ხმას, ასევე აზიანებს სასმენ აპარატს. ყურის ჩანართის წმენდის სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტულ მომხმარებელზე. ჩვეულებრივ, საკმარისია მისი გაწმენა 1-2-ჯერ კვირაში.

სმენის პროთეზირების ცენტრებსა და კაბინეტებში იძლევიან სპეციალურ ხელსაწყოებს სასმენი აპარატისა და ჩანართის მოვლისთვის:

    1. სასმენი აპარატის ჩანართის გასაწმენდი კამერა;
    2. ხსნარები, აბები და ქაფი ჩანართის გასაწმენდად;
    3. სასმენი აპარატისა და ჩანართის გასაშრობი კამერა;
    4. ბალონი – გამტარში, სავენტილაციო არხებში, სასმენ მილში და კაუჭში ჩასაბერად;
    5. ფუნჯი გასაწმენდად;
    6. საწმენდი კალამი;
    7. გამოსაშრობი აბები;
    8. სველი საწმენდები;
  • ალოეს კრემი ყურში ჩანართის ჩასმის გასამარტივებლად.

ჩანართის მოვლა

  1. ფრთხილად განვაცალკევოთ სასმენი აპარატისა და ჩანართის დამაკავშირებელი მილი სასმენი აპარატის კაუჭისაგან.
  2. გავრეცხოთ ყურის ჩანართი და სასმენი მილი თბილ, გამდინარე წყალში.
  3. მოვათავსოთ ჩანართი და სასმენი მილი საპნიანი ხსნარით ან ჩანართის გასაწმენდი შუშხუნა ხსნარით სავსე ჭიქაში. დავტოვოთ მასში 10 წთ-ით ან მეტით, რათა ჩამოშორდეს ჭუჭყი და ყურის გოგირდი.
  4. არ შეიძლება ჩანართში   მოვათავსოთ ყურის საწმენდი, კბილის საწმენდი ან სხვა ბასრი საგნები. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სპეციალური საწმენდები.
  5. ყურის ჩანართის გამტარის გამოშრობისთვის უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ჩასაბერი ბალონები. ბალონის წვერი უნდა მოვათავსოთ სასმენ მილში და ჩავბეროთ სანამ სრულად არ გამოშრება და გაქრება წლის/ტენიანობის ყველანაირი კვალი.
  6. თუკი ჩანართს აქვს სავენტილაციო მილი, მასშიც ჩავბეროთ და შევამოწმოთ, ხომ არ დარჩა სადმე წყლის ნასახი, რადგან წყლის წვეთები უარყოფითად მოქმედებს სასმენ აპარატზე.
  7. ღამით ჩანართი უნდა მოთავსდეს რბილ, მშრალ ქსოვილზე ან საშრობ კამერაში. ჩანართის ხმის გამტარის მილი მიმართული უნდა იყოს ქვევით, რათა სისველისგან მთლიანად გათავისუფლდეს.
  8. სანამ ჩანართსა და სასმენ მილს სასმენ აპარატთან შევაერთებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს აბსოლუტური სიმშრალე: სისველე ბლოკავს ყურში ხმის გამტარობას.

სასმენი მილისა და ჩანართის შეცვლა

ადამიანების უმრავლესობას, ყურის არხის ფორმა, დროთა განმავლობაში, ეცვლება, ამიტომაც, აუცილებელია, პერიოდულად, ყურის ახალი ჩანართის დამზადება. ყურის ჩანართის აუცილებლად შეცვლის მანიშნებლად, ყველაზე ხშირად, გვევლინება: სტვენის წარმოშობა, რომელიც არ აღმოიფხვრება მაშინაც კი, როცა გასწორდება ჩანართის მდებარეობა/პოზიცია ყურში. მიზეზი არის ის, რომ ჩანართი, ზომის ცვლილების გამო, იმ მასალის მოძველების გამო, რომლითაც დამზადებულია,  ვეღარ უზრუნველყოფს სასმენი მილის  ჰერმეტიულობას.

ხშირ შემთხევებში, ზრდასრული ადამიანები და უფროსი ასაკის ბავშვები რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებენ ინდივიდუალურ ჩანართებს. სტანდატული რეზინის ჩანართები მალე შრება, ხდება უხეში, ამიტომ აუცილებელია მათი გამოცვლა რამდენიმე თვეში.

პატარა ბავშვებს ყური სწრაფად ეზრდებათ. ამიტომაც სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ინდივიდუალური ჩანართები ეცვლებათ ყოველ 6 თვეში ერთხელ. ერთ წლამდე ასაკის ბავშვების ნაწილს ყოველ 3 თვეში ერთხელ სჭირდებათ ჩანართის გამოცვლა. 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ინდივიდუალური ჩანართი, ჩვეულებრივ, ეცვლებათ წელიწადში ერთხელ. ჩანართის შეცვლის აუცილებლობის კრიტერიუმად გვევლინება აკუსტიკური უკუკავშირით გამოწვეული ვერაღმოფხვრილი სტვენა.

სასმენი მილი უნდა იყოს რბილი და ელასტიკური. ის დამზადებულია პლასტმასისგან და თუკი გაყვითლდება და გახდება უხეში, უნდა გამოიცვალოს. მილში ნაკაწრების/ნახეთქების გაჩენამ შესაძლოა გამოიწვიოს სტვენა.

სასმენი აპარატის კვების წყარო

თანამედროვე სასმენი აპარატების კვების წყაროდ გამოიყენება:

  • აკუმულატორები;
  • სპეციალური ჰაერ-ცინკოვანი ელემენტები.

აკუმულატორები

აკუმლატორები ეკონომიურია, რეგულარული დატენვის პირობებში გამოიყენება 1-2 წელი. მაგრამ აკუმულატორს აქვს ნაკლოვანებები. სასმენი აპარატის გამოყენების პროცესში აკულუმულატორის ელექტრული მუხტი უწყვეტად იკლებს. აკუმულატორები, განსაკუთრებით მაღალი სიმძლავრის აპარატების, სწრაფად „ჯდება“ (ზოგჯერ საჭიროა 2 აკუმულატორი დღეში), გამოდის, რომ ეცემა ელექტრული მუხტი და მასთან ერთად მცირდება სასმენი აპარატის სიმძლავრე. შედეგად, სასმენი აპარატის ელექტროკვება, დღის განმავლობაში ხან იკლებს, ხან იმატებს, რაც საზიანოა არა მხოლოდ აპარატისთვის, არამედ სმენისთვისაც – ხმა არ არის სტაბილური. არსებობს შემთხვევები, აკუმულატორიდან ელექტროლიტის გაჟონვისა, რამას, შესაძლოა, გააფუჭოს სასმენი აპარატი. არ შეიძლება დატენილი აკუმულატორის დატოვება სატენ მოწყობილობაში – ის სპონტანურად ჯდება. აკუმულატორი ფრთხილად უნდა მოვათავსოთ სასმენ აპარატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს აპარატის კორპუსი და საჭირო გახდება ძვირადღირებული შეკეთება.

ჰაერ-ცინკოვანი ელემენტები

სასმენი აპარატის მოდელის გათვალისწინებით, გამოიყენება 5 ტიპის ზომის ელემენტებისა.

  • „675“ – ყველაზე დიდი და ძლიერი, გამოიყენება ძლიერ ყურსუკანა აპარატებში;
  • „13“, „312“ – გამოიყენება საშუალო ზომის ყურსუკანა და მასიურ შიდაყურის სასმენ აპარატებში;
  • „10A“ – გამოიყენება მინიატურულ შიდაარხობრივ სასმენ აპარატებში;
  • “5A” – გამოიყენება ღრმა შიდაარხობრივ სასმენ აპარატებში.

ჰაერ-ცინკოვანი ელემენტების უპირატესობა:

  • უზრუნველყოფს სასმენი აპარატების აკუსტიკური მახასიათებლების მაღალ სტაბილურობას,   რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული და პროგრამული სასმენი აპარატებისთვის;
  • გააჩნიათ გამოყენების მაღალი ხანგრძლივობა ( 3 – დან 3.5 კვირამდე)
  • გაზრდილია მუდმივი დამუხტვის სიმძლავრე მთელი გამოყენების განმავლობაში.

ელემენტისა და აკუმულატორის დატენვის შემოწმება

აკუმულატორისა და ელემენტის „დაჯენის“ შემთხვევაში, ხმა ხდება ჩუმი, წარმოიქმნება ხმაური, ხმის დამახინჯება. ზრდასრული პაციენტები ამას თავად ამჩნევენ.

ბავშვებს ელემენტებსა და აკუმულატორს უმოწმებენ მშობლები ან სურდოპედაგოგები. უნდა მივიტანოთ სასმენი აპარატი საკუთარ ყურთან და მოვუსმინოთ საკუთარი ხმის ჟღერას ან მივიტანოთ ჩანართი მილით მიკროფონთან. ცუდი ელემენტების მანიშნებელია – ხმის დამახინჯება ან სტვენის არარსებობა. სურდოპედაგოგი და მშობლები უვითარებენ ბავშვს ინტერესს ხმების მიმართ და უნარს მოისმინონ გარშემო არსებული ხმები და საუბარი სასმენ აპარატში მთელი დღის განმავლობაში. ამაში მას უნდა დაეხმარონ უფროსები, მაშინ ბავშვი თავად იწყებს შეტყობინებას უფროსებისთვის პრობლემის შესახებ. როცა აპარატი ცუდად მუშაობს, ბავშვებმა, რომლებიც უკვე საუბრობენ, შესაძლოა ვერ იცნონ სიტყვა, რომელსაც ჩვეულებრივ ცნობენ. ზოგიერთ თანამედროვე სასმენ აპარატს აქვს ელემენტების მდგომარეობის მაჩვენებელი.