მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ფონდმა ბავშვებისა და მშობლებისთვის ოქროყანაში წვეულება გამართა.

უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაზე ფონდის გუნდის წევრებმა შეაჯამეს გასული სარეაბილიტაციო წლის საქმიანობა. ფონდის დამფუძნებელმა ქალბატონმა ნანა გოთუამ ბავშვებსა და მშობლებს საჩუქრები გადასცა, დააჯილდოვა ოჯახი და გუნდის თერაპევტი.

აი იას შვიდმა ბენეფიციარმა ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა დაასრულა. მათ, როგორც ნამდვილმა კურსდამთავრებულებმა მანტიები მოირგეს, ქუდები აყარეს და ტორტი გაჭრეს.

ამ ეტაპისთვის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა 21 ოჯახმა დაასრულა.

სასიამოვნო დღეების შექმნა და ბავშვების  ბედნიერი სახეების ხილვა ჩვენი ფონდისთვის მამოძრავებელი ძალაა. სასიამოვნო წლის დასაწყისს ვუსურვებთ ფონდის ყველა ბავშვს – ნანა გოთუა. 

წვეულებაზე მოსული ბავშვები მშობლებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვნენ და მათთან ერთად ბედნიერი მომენტებით ისიამოვნეს.

ღონისძიებას სმარტ კაპიტალ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე მიხეილ ჩხარტიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

სარეაბილიტაციო წელს ფონდი აი ია განახლებულ, ბავშვზე სრულად მორგებულ  სივრცეში იწყებს.