info@aiia.org.ge
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
აი ია
  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH
აი ია
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

აი იას საჩუქარი თბილისის საბავშვო ბაღებს

სახელმძღვანელო: მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებისთვის მხარდაჭერილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კონკურსის ,,უსაზღვრო შესაძლებლობების" გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.

24 აგვისტო, 2021
თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს საქველმოქმედო ფონდმა „აი ია“ ახალი მუსიკალური ლექსი სავარჯიშოების კრებული გადასცა. სახელმძღვანელო, რომელიც პროექტ „უსაზღვრო შესაძლებლობების ფარგლებში განათლების სამინისტროსა და ფონდის თანამშრომლობის შედეგად გამოიცა, შშმ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და სხვა უნარების განვითარებას ემსახურება. წიგნის ავტორები არიან: ნინო გაბაშვილი და თამარ ჟორდანია.
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია თბილისის N41 საჯარო ბაგა-ბაღში გაიმართა, სადაც წიგნის ავტორებმა მისი მთავარი დანიშნულებისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია ბაღების საგანმანათლებლო მიმართულების კოორდინატორებს გააცნეს და ჩაატარეს საჩვენებელი მუსიკალური სავარჯიშოები. მათი განმარტებით, წიგნი გამიზნულია ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის და ის ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობის გამრავალფეროვნებას. წიგნში შესული ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში მუსიკისა და მოძრაობების თანადროული შესრულების გზით ეხმარება.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან პეტრიაშვილი.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს ბავშვთა განვითარებისა და განათლების, ასევე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თითოეული ასეთი ღონისძიება სკოლამდელი განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ჩვენ უკვე მეორედ გვიწევს თანამშრომლობა საქველმოქმედო ფონდ „აი იასთან“ და ამ შემთხვევაშიც, ბაღებში შევა კიდევ ერთი სახელმძღვანელო რესურსი ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისათვის. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ჩვენი აღმზრდელებისა თუ მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურსა და პროდუქტიულს გახდის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელებს კი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
ShareTweetShareSend

Related Posts

საქველმოქმედო ფონდის აი ია წვეულება ოქროყანაში!
ჩვენი საქმიანობა

საქველმოქმედო ფონდის აი ია წვეულება ოქროყანაში!

ფონდის თერაპევტების სტუმრობა გადაცემაში “პირადი ექიმი”
ვიდეო-გალერეა

ფონდის თერაპევტების სტუმრობა გადაცემაში “პირადი ექიმი”

მზეოს ისტორია – მშობლის დღიური
ვიდეო-გალერეა

მზეოს ისტორია – მშობლის დღიური

ბავშვის უფლება – სიყვარული !
ვიდეო-გალერეა

ბავშვის უფლება – სიყვარული

დუდა – სიმღერა ემოციებზე
ვიდეო-გალერეა

დუდა – სიმღერა ემოციებზე

ფონდის წარმომადგენლების სტუმრობა ქალების ნარატივში
ვიდეო-გალერეა

ფონდის წარმომადგენლების სტუმრობა ქალების ნარატივში

სიახლეები

საქველმოქმედო ფონდის აი ია წვეულება ოქროყანაში!
ჩვენი საქმიანობა

საქველმოქმედო ფონდის აი ია წვეულება ოქროყანაში!

ფონდის თერაპევტების სტუმრობა გადაცემაში “პირადი ექიმი”
ვიდეო-გალერეა

ფონდის თერაპევტების სტუმრობა გადაცემაში “პირადი ექიმი”

მზეოს ისტორია – მშობლის დღიური
ვიდეო-გალერეა

მზეოს ისტორია – მშობლის დღიური

ბავშვის უფლება – სიყვარული !
ვიდეო-გალერეა

ბავშვის უფლება – სიყვარული

  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
+995 322 236 933

© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH

© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia

  • →
  • Facebook
  • YouTube