საქველმოქმედო ფონდი აი ია
MAC Georgia მცირე გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ერთობლივი ძალებით სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის მიზნით

ითარგმნება და გამოიცემა სახელმძღვანელო სპეციალისტებისა და მშობლებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სახელმძღვანელო ინტეგრირდება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსის სილაბუსში.

გაიმართება შეხვედრები რეგიონში არსებული ორგანიზაციების ჩართულობით
წიგნის ავტორი: ინა კარალიოვა

სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.