ჯგუფური თერაპიის ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ჩვეული თერაპიული სივრცისგან განსხვავებულ გარემოში ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, სადაც პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისუფალი არჩევანი და ინდივიდუალური ტემპის გათვალისწინებაა.
თამაშის, მოძრაობისა და თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებით ბავშვები ავითარებენ სოციალურ უნარებს, გამოხატავენ ემოციებს და იძენენ ურთიერთობის ახალ გამოცდილებას.
ბუნებრივ გარემოში განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს ემოციური კეთილდღეობის, თვითრეგულაციისა და უსაფრთხო სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას. თერაპევტები კი პროცესში ბავშვებს მხარდაჭერას უწევენ და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებენ.
