ფონდი “აი ია“ – სმენის მსოფლიო ფორუმის აქტიური წევრია
- 2024 წლის სმენის მსოფლიო დღე ხაზს უსვამდა სმენის მოვლის მნიშვნელობას და საჭიროებას, შევცვალოთ დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. 2025 წლის თემა მოუწოდებს ყველას, იზრუნონ საკუთარ და სხვების სმენის ჯანმრთელობაზე.
ფონდი “აი ია” საქართველოში სმენის ჯანმრთელობის პოპულარიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ფონდი ჩართულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სმენის დღის სამუშაო ჯგუფებში და მონაწილეობს სმენის ჯანმრთელობის საერთაშორისო დისკუსიებში.
ჩვენი მიზანი:


- ცნობიერების ამაღლება
- სმენის მოწყობილობების მნიშვნელობის პოპულარიზაცია
- სმენის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში
მსოფლიოსთან ერთად ვცვლით დამოკიდებულებებს და ვაძლიერებთ საზოგადოებას – უკეთესი ცხოვრების ხარისხისთვის.