ფონდი „აი ია“ აგრძელებს პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

Consort Georgia-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდის თანამშრომლებმა გაიარეს პროფესიული გადამზადება ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის (AAC) დამხმარე საშუალებების გამოყენების მიმართულებით.

გადამზადების მიზანია სპეციალისტების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და ბენეფიციარებისთვის კომუნიკაციის დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს ფონდის სარეაბილიტაციო სერვისების განვითარებასა და თითოეული ბენეფიციარის საჭიროებებზე მორგებული მომსახურების გაუმჯობესებას.

გაეცანით ვიდეოს: https://www.facebook.com/reel/2047661542746581