სმენის კვირეულის ფარგლებში, ფონდი “აი ია” კახეთში მშობლის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას მოვუსმინოთ სამყაროს” რეაბილიტაციის ცენტრი ეწვია.
ფონდის დამფუძნებელმა ქალბატონმა ნანა გოთუამ ორგანიზაციას სმენის შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ფონდის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები გადასცა.
,,ჩემთვის ძალიან ღირებულია იმ მშობლების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ უამრავი გამოწვევის მიუხედავად საკუთარი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდი ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც მოემსახურება სმენის დაზიანების მქონე ბავშვების კეთილდღეობას“ – ნანა გოთუა.