2024-2025 სარეაბილიტაციო წლის დასაწყისი 20 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაზე ფონდის გუნდის წევრებმა შეაჯამეს გასული სარეაბილიტაციო წლის საქმიანობა და მიღწეული შედეგები.
ღონისძიების ფარგლებში, „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა მიხეილ ჩხარტიშვილმა და ფონდ „აი იას“ დამფუძნებელმა, ქალბატონმა ნანა გოთუამ კურსდამთავრებულებსა და პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამასთანავე, განსაკუთრებული აღნიშვნით დაჯილდოვდნენ გამორჩეული ოჯახი და თერაპევტი.
