2025 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდმა „აი იამ“ ბენეფიციარებისთვის ჯგუფური თერაპიული აქტივობა გამართა.
2025 წლის ბოლო ჯგუფური თერაპია ფონდის მხარდაჭერით, სივრცე „თამაშობანაში“ ჩატარდა. ბავშვებმა თამაშის, სხვადასხვა აქტივობისა და თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებით მიიღეს ახალი გამოცდილება და მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ პროცესში.
ჯგუფური თერაპია ხელს უწყობს ბავშვებში კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას. განსხვავებულ გარემოში განხორციელებული აქტივობები კი მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი უნარები და შესაძლებლობები მრავალფეროვან სიტუაციებში გამოავლინონ.
ფონდი „აი ია“ მადლობას უხდის მშობლებს ნდობისთვის, ბავშვებს აქტიური მონაწილეობისთვის და გუნდის წევრებს პროფესიული ჩართულობისთვის.
ვიდეოს სანახავად: https://www.facebook.com/reel/1948070789335788

