info@aiia.org.ge
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
აი ია
  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH
აი ია
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

სმენის დაქვეითების სახეები

7 ოქტომბერი, 2021
სმენის დაქვეითების სახეები

სმენის დარღვევა ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:

კონდუქტური სმენის დაქვეითება გამოწვეულია გარე და შუა ყურის დაზიანებით. კონდუქტური სმენის დაქვეითების დროს სმენის დაქვეითება არ აღემატება – I და II ხარისხს; ეს დარღვევები ხშირად განკურნებადია;
სენსონევრალური სმენის დაქვეითება გამოწვეულია შიდა ყურის დაზიანებით. ამ დროს უპირველეს ყოვლისა ზიანდება სმენის რეცეპტორები – წამწამოვანი უჯრედები და ამ დაზიანებული წამწამოვანი უჯრედების აღდგენა, როგორც წესი, შეუძლებელია. სენსონევრალური სმენის დაქვეითების მქონეთა ნაწილთან, მაგალითად, მათთან ვინც სმენა მენინგიტის გამო დაკარგა, ნაწილობრივ სმენის ნერვიც არის დაზიანებული. სენსონევრალური სმენის დაქვეითების დროს სმენის დაქვეითება შესაძლოა იყოს სხვადასხვა ხარისხის – უმნიშვნელოდან სიყრუემდე.
ბავშვს, შესაძლოა, შერეული სმენის დაქვეითება ჰქონდეს, რომლის დროსაც ერთ ყურში შესაძლოა ჰქონდეს კონდუქტური (შუა ყურის დაზიანება) და სენსონევრალური (ლოკოკინას დაზიანება) სმენის დაქვეითება.

ბავშვებში სმენის დაქვეითება ხშირად ორმხრივია – მარჯვენა და მარცხენა ყურში. ზოგიერთ ბავშვს მხოლოდ ერთ ყურში აქვს სმენა დაზიანებული (სმენის ცალმხრივი დაქვეითება).

არიან ბავშვები, კიდევ სმენის დაზიანების კიდევ ერთი ტიპით – სმენითი ნეიროპათიით, რომლის დროსაც სასმენი ნერვის მუშაობაა დაზიანებული. ასეთი ბავშვები, სიცოცხლის პირველ თვეებში, მხოლოდ ძალიან ხმამაღალ ბგერებზე რეაგირებენ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის რეაქციები ბგერებზე უმჯობესდება, თუმცა მაინც არამყარი ხასიათისაა. სმენითი ნეიროპათიის მქონე ბავშვების უმეტესობა სწავლობს საუბრის გაგებასა და მეტყველებას, თუმცა მათი მეტყველების განვითარება ნორმალური სმენის მქონე ბავშვებისას ჩამორჩება.

გვხვდება სმენის დაზიანების კიდევ ერთი ტიპი – სმენის ცენტრალური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სასმენი სისტემის ქერქქვეშა და ქერქული ცენტრების დაზიანებით და დაკავშირებულია ბგერებისა და მეტყველების ანალიზის დარღვევასთან. სმენის ცენტრალური დარღვევების მქონე ბავშვებს ყველაზე ხმადაბალი ბგერებიც კი ესმით, მაგრამ ერთმანეთთში ურევენ სიტყვებს, რომლებიც მხოლოდ ერთი ბგერით განსხვავდებიან, ცუდად ესმით, როცა ადამიანი სწრაფად საუბრობს ან თუკი შენობაში არის ხმაური. მათ ცუდი სმენითი ყურადღება აქვთ, ცუდად იმახსოვრებენ ახალ სიტყვებსა და ლექსებს, ამიტომაც მათ ხშირად უნდა გაუმეორდეთ ნათქვამი. სმენის ცენტრალური დაზიანებები დამახასიათებელია მეტყველების დაღღვევის მქონე ბევრი ბავშვისთვის.

ზოგიერთ ბავშვს დაზიანებული აქვს როგორც სმენითი რეცეპტორები ლოკოკინაში, ასევე ტვინის სმენითი ცენტრები. ამიტომაც, ასეთი ბავშვები რთულად იგებენ მეტყველებას, ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა მათ კარგი სასმენი აპარატები ან კოხლეარული იმპლანტი აქვთ.

ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სმენის დაკარგვის ასაკი, რომლის გათვალისწინებითაც გამოყოფენ:

პრელინგვალურ სიყრუეს – სმენის ღრმა დაქვეითება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის პირველ წლებში მშობლიური ენის-მეტყველების დაუფლებამდე. ასეთი ბავშვები ძალიან რთულად სწავლობენ მეტყველებას და ხშირად ჟესტებით ურთიერთობენ, თუკი არ ჩაუტარდებათ კოხლეარული იმპლანტაცია.
პერილინგვალური სიყრუე – სმენის დაკარგვა ერთი წლიდან 5 წლის ასაკამდე, სანამ ბავშვი სრულფასოვნად დაეუფლება მეტყველებას.
პოსტლინგვალური სიყრუე – სმენის დაკარგვა მას შემდეგ, რაც ბავშვი უკვე სრულფასოვნად დაეუფლა მეტყველებას (გვიან დაყრუებული ბავშვები); ასეთი ბავშვები, სმენის დაკარგვის შემდეგ საუბრის შესაძლებლობას ინარჩუნებენ, მაგრამ მეტყველების გაგება მხოლოდ ბაგეებიდან წაკითხვით ან კოხლეარული იმპლანტის დახმარებით შეუძლიათ.

ShareTweetShareSend

Related Posts

მშობლებს

შიშები 0-დან 11 წლამდე ბავშვებში

სმენის მსოფლიო დღე 2023!
სმენის შესახებ

სმენის მსოფლიო დღე 2023!

სიტყვის ძალა – სასარგებლო რჩევები !
მშობლებს

სიტყვის ძალა – სასარგებლო რჩევები !

საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია“ მაკ ჯორჯიასთან თანამშრომლობით ელექტრონული წიგნი შექმნა
მშობლებს

საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია“ მაკ ჯორჯიასთან თანამშრომლობით ელექტრონული წიგნი შექმნა

სწავლება ყოველდღიური აქტივობების დროს
მშობლებს

სწავლება ყოველდღიური აქტივობების დროს

აი ია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია
მშობლებს

აი ია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

სიახლეები

მშობლებს

შიშები 0-დან 11 წლამდე ბავშვებში

სმენის მსოფლიო დღე 2023!
სმენის შესახებ

სმენის მსოფლიო დღე 2023!

სესილის ისტორია – მშობლის დღიური
ვიდეო-გალერეა

სესილის ისტორია – მშობლის დღიური

ელენას ისტორია – მშობლის დღიური
ვიდეო-გალერეა

ელენას ისტორია – მშობლის დღიური

  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
+995 322 236 933

© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • ჩვენი საქმიანობა
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ვიდეო-გალერეა
  • კონტაქტი
  • ENGLISHENGLISH

© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia

  • →
  • Facebook
  • YouTube