ძილი 4 სტადიისგან შედგება და ამ ციკლს ღამეში 4-6 ჯერ გავდივართ.
სიზმრის ნახვა ჩაძინებიდან 90 წუთში შეგიძლიათ, REM ძილის სტადიაზე.
👶 ჩვილებს სძინავთ 16 საათი და აქედან 50% REM ძილი იკავებს.
👱 ახალგაზრდებს 7-8 საათი – 20% REM ძილი
👩🦳 50 წლის ზემოთ 6 საათი- 20% REM ძილი
⏰ თითოეულ ციკლში ღრმა ძილის დრო მცირდება, ხოლო REM ძილზე დახარჯული დრო კი იზრდება.
🌙 ბოლო ციკლში უკვე თითქმის 1 სთ-ს ვუთმობთ REM ძილს.
ძილს აქვს აღმდგენითი ფუნქცია და მის გარეშე ბავშვები არიან :
გაღიზიანებულები;
უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია;
ნაკლებად მიჰყვებიან ინსტრუქციებს;
ნაკლებია აკადემიურ აქტივობებში ეფექტურად ჩართულობის ხარისხი;
მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ;
ჩნდება პრობლემები მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებს შორის.
რას ნიშნავს კარგი ძილი
სრულფასოვანი ძილისთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო
რა უნდა გავითვალისწიოთ:
ბავშვი ყოველთვის უნდა იძინებდეს ერთსადაიმავე ადგილას;
ოთახი, სადაც ის დაიძინებს, უნდა იყოს რაც შეიძლება კომფორტული, მშვიდი, ჩაბნელებული. თუ ბავშვს ეშინია სიბნელის, შეგვიძლია დავამატოთ ღამის დაბალი განათება. ზედმეტი სინათლის შემთხვევაში უმჯობესია დავამატოთ ღამის ფარდები;
მნიშვნელოვანია გავაკონტროლოთ ოთახის ტემპერატურაც. არ უნდა იყოს არც ძალიან თბილი და არც ცივი. ოთახი უნდა გავანიავოთ;
აუცილებელია ოთახში არ იყოს: ტელევიზორი, ტელეფონი , აიპედი და სხვა მსგავსი სახის ტექნიკა ჩართული, რამაც შესაძლოა მშვიდად ჩაძინებაში ხელი შეუშალოს ბავშვს;
ბავშვის ლოგინი და საღამურები უნდა იყოს კომფორტული;
ოთახში იყოს სიწყნარე მთელი ღამის განმავლობაში. უმჯობესია თუ:
დაძინებამდე ერთი საათით ადრე ბავშვებს მოვარიდებთ აქტიურ თამაშებს, ბრძოლის შემცველ ისტორიებს, ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს;
მსუბუქი წახემსება და სითხეების მიღება დაძინებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მოხდება;
სასმელი/საკვები, რომლიც შეიცავს სტიმულატორებს, მაგ: კოკა-კოლას, ჩაის, შოკოლადს, ბავშვები დაძინებამდე 6 საათით ადრე მიიღებენ.

ზრდის ჰორმონი მხოლოდ ძილის დროს გამოიყოფა
როცა ძილის დრო დგება, აგრძნობინეთ თქვენს ბავშვს, რომ მის სამყაროში ყველაფერი კარგად არის.
მიზნის მიღწევაში რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ:
დაამშვიდეთ მისი ტვინი ძილის წინ – შექმენით ერთი და იმავე ძილის წინა რუტინა – განახორციელეთ ერთი და იმავე დროს იდენტური პროცესი ყოველ დღე.
თავადაც მშვიდად იყავით – თუკი რთული დღე გქონდათ და დამშვიდება გიჭირთ ნაზი, ჩუმი და დამამშვიდებელი ხმა გამოიყენეთ ბავშვთან. ეს დამაჯარებელ გავლენას მოახდენს პატარაზე და ისიც სიმშვიდით გიპასუხებთ.
მიიხუტეთ ან წაუკითხეთ ზღაპარი – თქვენთან ფიზიკური კონტაქტი ბავშვის ტვინში ოქსიტოცინს ააქტიურებს და ძილს ჰგვრის.
შეეცადეთ შექმნათ ჯადოსნური გარემო – ოთახი მბჟუტავი განათებით გაანათეთ – სიბნელე მელატონინის გამოყოფას ააქტიურებს, თუმცა თუ ბავშვს სიბნელის ეშინია, დატოვეთ დაბალი შუქი და დაამშვიდეთ ბავშვი თქვენი ფიზიკური კონტაქტით.
გაეცანით 2 წლამდე ბავშვის ძილის ხანგრძლივობას
ბავშვის მარტო დაძინებისას ნუ გამოიყენებთ ისეთ მეთოდს როგორიცაა ,,იტირებს და მიეჩვევა”.
ღამით თქვენთან განშორებასა და ბნელ ოთახში მარტო დარჩენაზე ფიქრი ბავშვში უკიდურეს შფოთვას შეიძლება იწვევდეს.
გახსოვდეთ, ბავშვებს თავისით დამშვიდება ნაკლებად შეუძლიათ. განწირული ტირილის შემდეგ დაძინება იმას ნიშნავს, რომ მას შეიძლება ღამეში რამდენჯერმე გაეღვიძოს – როგორც მოზრდილებს ემართებათ, როცა განერვიულებულები იძინებენ.
თუ ბავშვს თქვენზე ,,მოწებება” სჭირდება რათა დაიძინოს, მიეცით მას ამის საშუალება. ის მაშინ გეკვრით, როცა თავს დაუცველად გრძნობს. თქვენთან სხეულით კონტაქტი კი მას ბუნებრივად უმცირებს სტრესის ნივთიერებების დონეს.
მიეცით ნივთი, რომელსაც თქვენი სუნი ასდის, მაგალითად თქვენი სამოსი.
შექმენით ოთახში მყუდროება.
ეფექტურია ძილის წინა მასაჟი, სათამაშოები და წახალისება.
გაეცანით 8 წლამდე ბავშვის ძილის ხანგრძლივობას