თავისი არსით კოხლეარული იმპლანტი შეიძლება სასმენი აპარატის ნაირსახეობად განვიხილოთ. განსხვავება იმაშია, რომ ის ბგერის გაძლიერებას კი არ ახდენს, არამედ ანაცვლებს შიდა ყურის ძაფისებრ უჯრედებს და სმენის ნერვისთვის ბგერის გადაცემას უზრუნველყოფს სუსტი ელექტორნული განმუხტვის ხარჯზე.

ნეიროსენსორული სმენანაკლულობის დროს, როგორც წესი დაზიანებულია ლოკოკინას რეცეპტორები, სმენის ნერვის ბოჭკოები კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნებულია. სწორედ ამას ეფუძნება კოხლეარული იმპლანტის გამოყენება. ის მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის საშუალებას იძლევა, რაც მაღალი ხარისხის მსენისდაქვეითების მქონე ბაშვებს არ ესმით ან ცუდად ესმით ძლიერი სასმენი აპარატის გამოყენების შემთხვევაშიც კი.

იმპლანტაციის ოპერაცია საერთო ნარკოზით მიმდინარეობს, ხანგრძლივობა საშუალოდ 1.5-2 საათია. ეს არის ოპერაცია ყურზე და არა ტვინზე, ამიტომ მას ქირურგი-ოტოლარინგოლოგი ატარებს. იმპლანტის მიმღები ნაწილი განთავსებულია კანქვეშ, ის მაგრდება ძვალზე. მისი ელექტროდები კი შეჰყავთ ლოკოკინაში (კოხლეა).

უკანასკნელ წლებში მუშავდება დამზოგავი ქირურგიული მიდგომები, რომლებიც იმპლანტირებულ ყურზე ნარჩენი სმენის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს კი თავის მხრივ, პაციენტებში, შენარჩუნებული დაბალი სიხშირის დიაპაზონით, ბგერების ბუნებრივი ჟღერადობის აღქმას უზრუნველყოფს.

რისგან შედგება იმპლანტი ?

იმპლანტი ორი ნაწილისაგან შედგება: გარე და იმპლანტირებადი. იმპლანტირებადს განეკუთვნება მიმღები და აქტიური ელექტროდების ბმული. მას გამოცვლა არ ესაჭიოება. გარე ნაწილები კი შეიცავს მიკროფონს, და მეტყველების პროცესორს, რომელიც ყურსუკანა ტიპის სმენის აპარატს მიაგავს, და გადამცემს ანტენით. გადამცემი მაგნიტის მეშვეობით ემაგრება იმპლანტირებად ნაწილს. მეტყველების პროცესორი მთავარი და ყველაზე რთული ნაწილია. ის პატარა, ძლიერი კომპიუტერია. კოხლეარული იმპლანტის კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორი ან ერთჯერადი ელემენტები. ელემენტი, როგორც წესი, რამდენიმე დღე მუშაობს.

იმპლანტის შიგნითა ნაწილი გამიზნულია მთელი ცხოვრების მანძილზე გამოსაყენებლად, თუმცა, გარეგანი ნაწილების ჩანაცვლება ახალი, გაუმჯობესებული მოდელითაც შესაძლებელია ყოველგვარი განმეორებითი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

სხვადასხვა მწარმოებლის კოხლეარული იმპლანტი განსხვავდება ელექტროდების რიცხვით, ბგერის დამუშავების სტრატეგიითა და სხვა ტექნიკური მონაცემებით. ელექტროდების რაოდენობა სხვადასხვა მოდელში 8-დან 24-მდეა. თითოეული ელექტროდი განსაზღვრული სიხშირის დიაპაზონში გადასცემს ინფორმაციას. როგორც კვლევები აჩვენებენ, მეტყველების გადაცემისთვის 8 არხი სავსებით საკმარისია.

როგორ მუშაობს კოხლეარული იმპლანტი ?

თავდაპირველად ბგერები აღიქმება მიკროფონის მიერ.
ამის შემდეგ ხდება მისი გადაცემა მეტყველების პროცესორთან.
პროცესორი გარდაქმნის ბგერას კოდირებულ სიგნალებად, რომლებიც შედგებიან თანმიმდევრული ელექტრონული იმპულსებისგან.
კოდირებული სიგნალი სადენით გადაეცემა გადამცემს.
გადამცემი აგზავნის კოდირებულ სიგნალს რადიოსიგნალების სახით თავის კანის გავლით კანქვეშ განთავსებული მიმღებისკენ.
იმპლანტირებული მიმღები ახდენს მიღებული სიგნალის ელექტროსიგნალებად დეკოდირებას ლოკოკინას ელექტროდებზე.
ელექტროდების დახმარებით გადაცემული სუსტი ელექტრონული სიგნალები ახდენენ სმენის ნერვის სტიმულირებას. პასუხად სმენის ნერვი ნერვულ იმპულსებს გადასცემს ტვინს, რომელიც აღიქვამს მათ როგორც ბგერებს და მეტყველებას.

ესაჭიროება თუ არა ბავშვს კოხლეარული იმპლანტაცია ?

იმპლანტაციის საკითხი შესაძლებელია დადგეს, თუ ბავშვს ორმხრივი ნეიროსენსორული სმენანაკლულობა აქვს და სმენის ზღურბლი 500-4000 ჰერცის სიხშირეზე 90 დბ-ზე მეტია; სმენის ზღურბლი ოპტიმალურად შერჩეული სასმენი აპარატებით 50დბ-ზე მეტია, ერთმარცვლიანი სიტყვების გარჩევადობა კი 20%; არ უნდა არსებობდეს უკუჩვენება საერთო ნარკოზის მიმართ, ასევე მნიშვნელოვანია არ არსებობდეს უხეში ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევები, რაც გაართულებს კოხლეარული იმპლანტის გამოყენებას და სმენა-მეტყველების რეაბილიტაციას. ასევე, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია სურდოპედაგოგთან და მშობლებთან მუშაობის შესაძლებლობა ოპერაციის შემდგომ. ინდივიდუალური გამოკვლევების შემდეგ, სადაც სამედიცინო კვლევებთან გათვალისწინებული უნდა იყოს სურდოპედაგოგის დახასიათება, სმენის, მეტყველების, აზროვნების, ფსიქიკის, სწავლაში მშობელთა ჩართულობის აღწერა. სმენის პროტეზირების ეფექტურობის შესაფასებლად ასევე მნიშვნელოვანია ბავშვი არანაკლებ 3-6 თვე მუდმივად ატარებდეს კარგად შერჩეულ და მორგებულ სმენის აპარატს. სრულყოფილი სურათის მისაღებად ტარდება 20-მდე სხვადასხვა გამოკვლევა და კონსულტაცია, სადაც ჩართულები არიან სურდოლოგი, აუდიოლოგი, ქირურგი-ოტოლარინგოლოგი, რენტგენოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, სურდოპედაგოგი, ფსიქოლოგი, პედიატრი, ანესთეზიოლოგი, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ექიმი, ალერგოლოგი და სხვა.

გამოკვლევები შეიძლება 4 ჯგუფად დავყოთ:

სმენის კომპლექსური გამოკვლევა – განისაზღვრება სმენის დაქვეითების ზუსტი ხარისხი, ტიპი, სმენის ნერვის მდგომარეობა, თანამედროვე სმენის აპარატების დახმარებით სმენისპროთეზირების ეფექტურობა.
ლოკოკინას კომპიუტერული ტომოგრაფიით ფასდება ლოკოკინაში ელექტროდის შეყვანის შსაძებლობა.
სურდოპედაგოგიური და ფსიქოლოგიური გამოკვლევა განსაზღვრავს სმენის, მეტტველების, აზროვნების, მეხსიერების განვითარების საფეხურს, აფასებს კოხლეარული იმპლანტის გამოყენების პერსპექტივას მეტყველების განვითარებისთვის, ოპერაციის შემდგომი სმენა-მეტყველების რეაბილიტაციის პირობების არსებობას, ასევე, სურდოპედაგოგმა უნდა მოამზადოს ბავშვის მშობლები ოპერაციითვის და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
ფაქტორები , რომლებიც დადებითად მოქმედებენ 2 წლამდე ასაკის ბავშვების სმენა – მეტყველების განვითარებაზე იმპლანტაციის შემდეგ

2 წლამდე ასაკი
ბავშვს აქვს მოსმენის გამოცდილება (ესმოდა დაბადებიდან; თანდათან გაუუარესდა სმენა; აპარატებს ატარებს 6 თვემდე ასაკიდან)
ოპერაციამდე მუდმივად ატარებს სასმენ აპარატებს
წარმოთქვამს მარცვლებსა და სიტყვებს
არ აქვს ყურადღების, აზროვნების, მეხსიერების, ურთიერთობის უნარების (ბავშვი ყურადღებით აკვირდება უფროსს, უყურებს მის სახეს, ბაძავს, ცდილობს გაიგოს რა უნდათ მისგან, უყვარს თამაში და სხვა) დარღვევები;
ბავშვს აქვს სურდოპედაგოგთან მუშაობის გამოცდილება სმენა-მეტყველების განვითარებისთვის;
მშობლებს აქვთ ბავშვთან რეგულარული, დამოუკიდებელი მუშაობის გამოცდილება;
ბავშვს აქვს შესაძებლობა რეგულარულად იმეცადინოს სურდოპედაგოგთან და მშობლებთან ოპერაციის შემდგომ.
ფაქტორები , რომლებიც დადებითდ მოქმედებენ სკოლამდელი ასაკის ბავშვების სმენა – მეტყველების განვითარებაზე იმპლანტაციის შემდეგ

ბავშვს აქვს მოსმენის გამოცდილება (ესმოდა დაბადებიდან; თანდათან გაუუარესდა სმენა; აპარატებს ატარებს 6 თვემდე ასაკიდან);
ოპერაციამდე მუდმივად ატარებს სასმენ აპარატებს
იცის ბევრი სიტყვა: ზმნები, ზედსართავები, არსებითი სახელები, ზმნიზედები, ამბობს 2-3 სიტყვიან წინადადებებს.
გარშემომყოფებს მიმართვს ზეპირი მეტყველებით, თუნდაც მეტყველება არ იყოს კარგად გასაგები და არ სიტყვები იყოს არც ისე ბევრი.
ბავშვს სეუძლია კითხვა, იცის დაწერილი სიტყვების მნიშვნელობა, ფრაზები.
ბავშვი მუდმივად მეცადინეობს სმენა-მეტყველების განვითარებისთვის სურდოპედაგოგთან;
ბავშვი დადის ლოგოპედურ საბავშვო ბაღში ან სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის არსებულ ინტეგრირებულ ჯგუფში;
არ აქვს ყურადღების, აზროვნების, მეხსიერების, ურთიერთობის უნარების დარღვევები;
მშობლებს აქვთ ბავშვთან რეგულარული, დამოუკიდებელი მუშაობის გამოცდილება;
ბავშვს აქვს შესაძებლობა რეგულარულად იმეცადინოს სურდოპედაგოგთან და მშობლებთან ოპერაციის შემდგომ.
კოხლეარული იმპლანტის დახვეწის და რეაბილიტაციის მხრივ დაგროვილი გამოცდილებიდან კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები ფართოვდება. დღეისათვის თანმდევი დარღვევები (მხედველობის დაქვეითება, ცერებრული დამბლა შენარჩუნებული ინტელექტით და სხვა) დამატებითი ჩვენებებია კოხლეარული იმპლანტაციისთვის.

რომელ ყურზეა უმჯობესი ოპერაციის გაკეთება ?

თუ გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა ლოკოკინას გაძვალება ან განვითარების ანომალია, ოპერაცია კეთდება საპირიპირო ყურზე. თუ ორივე ყურზე შენარჩუნებულია სმენის ნერვი, მნიშვნელობა აქვს სურდოპედაგოგის მონაცემებსა და სმენის გამოკვლევას, ამ შემთხვევაში უმჯობესია იმპლანტი გაკეთდეს უარესი სმენის ყურზე, რათა ბავშვმა შეძლოს სმენის აპარატის გამოყენებაც. თუ სმენა ორივე ყურზე ერთნაირია, ოპერაცია კეთდება მარჯვენა ყურზე, რომელიც ინფორმაციას გადასცემს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს. ადამიანენბის უმეტესობასთან, სწორედ ის თამაშობს მთავარ როლს მეტყველების აღქმაში. თუ ბავშვი სმენის ააპრატს მხოლოდ ერთ ყურზე ატარებდა, მაშინ ოპერაციაც ამ ყურზე კეთდება, რადგან სმენის ცენტრები ბავშვს მხოლოდ შესაბამის მხარეს აქვს განვითარებული.