ვიდეო თამაშის მეშვეობით ხდება ბავშვის შემდეგი უნარების წახალისება:
- იმიტაცია – ფიზიკური მოძრაობის გამეორება
- სმენითი ყურადღება და კონცენტრაციის უნარი
- წინასამეტყველო ბგერები და მათი გამეორება
- მეტყველებისთვის საჭირო უნარები: როგორიცაა სუნთქვა, ხმამიბაძვები.
თამაშში კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვებისთვის ინტეგრირებულია ე.წ. ლინგის 6 ბგერის ტესტი, რაც გულისხმობს სმენის შემოწმებას: ა, მ, ს, უ, შ, ი – ბგერები გადანაწილებულია სრულ სამეტყველო ბგერების სიხშირეების დიაპაზონზე და ითვლება, რომ თუ ბავშვს ესმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბგერა – იგი სხვა დანარჩენ ბგერებსაც გაიგებს.
პროექტის მენეჯერია სალომე ბარბაქაძე
დუდას ახმოვანებს სალომე ხუციშვილი
პროექტი შექმნა © საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია” თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.