ჩქამები
ზანზალაკი წკრიალებს – ზინ, ზინ, ზინ!
ზარი მძიმედ გრიალებს – ძინ, ძინ, ძინ!
აშრიალებს ფოთლებს ქარი – შრი, შრი, შრი!
მინდორში დაფარფატებს პეპლების ჯარი –
ფრი, ფრი, ფრი, ფრი, ფრი, ფრი!
ხტუნაობენ ბაჭიები – სკუპი, სკუპი, სკუპი,
უცბად წვიმა წამოვიდა: წკაპი-წკუპი, წკაპი-წკუპი.
გაიწუწნენ ბაჭიები წყალი გასდით ღაპა-ღუპით,
იქვე მელა დაინახეს და გაიქცნენ ტყაპა-ტყუპით.
ავითარებს შემდეგ უნარებს:
- მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები
- ფონემატური სმენა
- მეტყველების პროსოდიული მხარე (რიტმი, ტონალობა, ინტონაცია)
- იმიტაციის უნარი
სრული ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=urAup42H25o