სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდ „აი ია“-სა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ ბაზაზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკა/სტაჟირების შეთავაზებასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საკუთარი საქმიანობისა და სმენის რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობის პირადი გამოცდილება გაუზიარეს. სტუდენტებმა ამ სფეროში მოთხოვნადი პროფესიებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 466 მილიონ ადამიანს აქვს სმენის პრობლემა, აქედან 34 მილიონი ბავშვია. იგივე ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 1%-ს აქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემა.
სმენის დარგში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ფონდი „აი ია“ და ევროპის უნივერსიტეტი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზეც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.