ცხოველები და ნაშიერები
დათვი ბელებს ეფერება,
ცხენი – თავის კვიცს,
ცხვარი – ბატკანს, ვეფხვი – ბოკვერს, დედ-მამა კი – შვილს.
ეფერება ნაშიერს მაიმუნი მანჭია, სპილო – სპლიყვს, კატა – კნუტებს, კურდღელი კი – ბაჭიას.
ძაღლი – ლეკვებს, ღორი – გოჭებს, შველი – თავის ნუკრს,
ეფერება ლომი ბოკვერს,
ძროხა ხბოზე წუხს.
იხვი – ჭუჭულს, ვირი – ჩოჩორს, პინგვინები – ბარტყს.
უყვარს თავის წრუწუნები გრძელკუდიან თაგვს.
სავარჯიშო ავითარებს შემდეგ უნარებს
- მსხვილი და ნატიფი მოტორიკა
- ლექსიკური მარაგი
- იმიტაცია
სრული ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=pW7lJnfZnLc&list=PLkAd38GwLrsCIOBTvuG-g79Ba-eOtTsTj&index=14