თითებით თამაში
ნეკას შეხვდა მწვანე ფერი, უსახელოს – წითელი,
შუა თითს – ნარინჯისფერი, საჩვენებელს – ყვითელი.
ცერას? – ცაში ავიხედოთ და ყველანი მივხვდებით.
დაიღალნენ ეს თითები, თითქოს ზიდეს ფუთი,
დავასვენოთ, დავითვალოთ:
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი…
სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ შესაბამისი ფერების თანმიმდევრობით გაფერაებული 5 წრე: ცისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე.
ავითარებს შემდეგ უნარებს:
- ნატიფი მოტორიკა
- ლექსიკური მარაგი
- მეტყველების პროსოდიული მხარე
- იმიტაცია
სრული ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://www.youtube.com/watch?v=CtJx35HDVHA&list=PLkAd38GwLrsCIOBTvuG-g79Ba-eOtTsTj&index=16