26 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი – ეკა დგებუაძე – გვესტუმრა. ასევე ვუმასპინძლეთ შპს „კინდსმენას“ წარმომადგენელს და ჩვენი ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრს – ივა ქევანიშვილს.
სტუმარი რამდენიმე თერაპიას დაესწრო და ახლოს გაიცნო ცენტრის ბენეფიციარები. დისკუსია შედგა ინკლუზიური სწავლების, ასევე, კოხლეარული იმპლანტისა და სასმენი აპარატის მქონე მოსწავლეთა სასკოლო გარემოს მოწყობისთვის აუცილებელი ტექნიკური აპარატურის შესახებ. აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგების გადამზადება, რათა გაითვალისწინონ ის ნიუანსები, რაც სმენის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისას აუცილებელია.
ამ თემის ირგვლივ თანამშრომლობა სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გრძელდება.