2021 წლის 1 ივლისს საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია” ბენეფიციარებისთვის გამოსაშვები ღონისძიება გამართა და პატარებს წვეულება მოუწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა გოთუა და სმარტ კაპიტალ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩხარტიშვილი.
წვეულებაზე დაჯილდოვდნენ აი იას ბენეფიციარი ბავშვები, რომლებმაც ფონდში უწყვეტი 5 წლიანი სარეაბილიტაციო მომსახურება მიიღეს. მათ 5 წლის მანძილზე შექმნილი საკუთარი ნახატები, მუსიკა თერაპიის ჩანაწერები, სერტიფიკატები და სიმბოლურად გამოსაშვები საღამოს ქუდები გადაეცათ. ფონდის ყველა ბენეფიციარისთვის კი საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია” კოხლეარული იმპლანტის მქონე გმირი – სათამაშო ,,დუდა” დაამზადა და ბავშვებს საჩუქრად გადასცა. ბავშვების მხიარულ განწყობასა და გართობაზე ღონისძიებაზე მოწვეულმა ანიმატორებმაც იზრუნეს.
ქალბატონმა ნანამ და ბატონმა მიხეილმა 5 წლიანი სამუშაო შეაჯამეს და ფონდის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
სპეციალურად ამ დღისთვის ფონდმა შექმნა მუსიკა, რაც ბავშვებმა, მშობლებმა და ფონდის გუნდმა ერთად შეასრულეს.