როდესაც დიდი ხანი ბნელ ოთახში ვიმყოფებით და შემდეგ კაშკაშაზე სინათლეზე გავდივართ – ჩვენ გვჭირდება დრო, რომ მივეჩვიოთ სინათლეს.
ასევეა ახალი ბგერითი შეგრძნებების დროსაც. თავიდან უნდა ავიცილოთ უარყოფითი რეაქციები ხმაზე.
იხილეთ რეკომენდირებული დროები შეჩვევისთვის.
I კვირა – 15-30 წუთი დღეში სამი-ოთხჯერ.
II კვირა – 30-40 წუთი დღეში სამი-ოთხჯერ.
III კვირა – 1 საათი დღეში სამი-ოთხჯერ.
IV კვირა – 1,5 საათი დღეში სამი-ოთხჯერ.
ერთი თვის შემდეგ ბავშვი ატარებს სასმენ აპარატს ფხიზლად ყოფნის მთელ დროს.