სკოლა გიმნაზიამ სმენის საკითხებზე ინფორმაციის და პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარების მიზნით მოგვმართა, ხოლო ჩვენ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი დავუგეგმეთ.
მასწავლებლები გაეცნენ სტრატეგიებს, რომელიც მათ დაეხმარებათ კოხლეარული იმპლანტის და სმენის დაზიანების მქონე ბავშვებთან საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვაში. ტრენინგის შინაარსსა და მიმდინარეობას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
,,მადლობა სასიამოვნო ტრენინგისთვის, კარგად დაგეგმილი და აწყობილი თემებით და მოდულებით. ვისურვებდი თანამშრომლობის გაგრძელებას“.
,,უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. ბევრი სიახლე გავიგე, ჩავინიშნე და აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში“.
,,მიღებული ინფორმაცია დამემხარება სმენის დაზიანების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობისას.“
,,მიღებული ინფორმაცია დამეხმარება უკეთ წარვმართო საგაკვეთილო პროცესი, უფრო მეტად გამოვიყენო სხვადასხვა აქტივობები. მადლობას გიხდით გაზიარებული ინფორმაციისთვის“.
,,დღევანდელმა პრაქტიკულმა ტრენინგმა მეტად გაამართლა ჩემი იმედები“.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სმენის საკითხებზე ტრენინგის ჩასატარებლად ნებისმიერ მსურველს შეუძლია საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირება!