მწერები

ჭია, ჭიამაია, დღეს როგორი დარია? გვიპასუხე, პაწაწინავ, წვიმაა თუ ქარია? ხმა არ გაგვცა, გაგვიფრინდა ჩვენი ჭიამაია.

რატომ მკბენ, რა დაგიშავე, ბრაზიანო კოღო? ნუთუ სულ არ გეცოდები ერთი ციცქნა გოგო?

დიდი ბზიკი ნაზ ყვავილზე მხარ-თეძოზე წევს, ღიღინებს და თან მიირთმევს სურნელოვან წვენს.

ლამაზფერად მოხატული პაწაწინა მწერია, ყვავილები ფრთაფარფატას სიხარულით ელიან.

 

სავარჯიშო ავითარებს შემდეგ უნარებს:

  • მსხვილი და ნატიფი მოტორიკა
  • ლექსიკური მარაგი
  • იმიტაცია

დეტალური ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=BzC2kOVakcM&list=PLkAd38GwLrsCIOBTvuG-g79Ba-eOtTsTj&index=13

ტექსტის ავტორი: ნინო გაბაშვილი
კომპოზიტორი: თამარ ჟორდანია
© საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, 2020