ლაქები

ლაქები მხრებზე, ლაქები მკერდზე,

ლაქები მუცელზე, ლაქები წელზე,

ლაქები ფეხებზე, ლაქები თავზე,

ჟირაფის ტანია ლაქებით სავსე!

ნაოჭი მხრებზე, ნაოჭი მკერდზე,

ნაოჭი მუცელზე, ნაოჭი წელზე,

ნაოჭი ფეხებზე, ნაოჭი თავზე,

სპილოს ტანია ნაოჭით სავსე!

ობობა მხრებზე, ობობა მკერდზე,

ობობა მუცელზე, ობობა წელზე,

ობობა ფეხებზე, ობობა თავზე,

ობობა წადი! მოშორდი! ასე!

ავითარებს შემდეგ უნარებს:

  • მსხვილი და ნატიფი მოტორიკა
  • მოტორული დაგეგმვა
  • სხეულის თვითაღქმა
  • ლექსიკური მარაგი გამრავალფეროვნება
  • იმიტაცია
  • სხეულის ნაწილების შესწავლა
სრული ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=9Q_-d2gAv1M

 

ტექსტის ავტორი: ნინო გაბაშვილი
კომპოზიტორი: თამარ ჟორდანია
© საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, 2020