საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია” და ქ. თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით 18 ივნისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინო-მსახიობთა თეატრში ინკლუზიური სპექტაკლი – „წუნა და წრუწუნა“ გაიმართა.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ ბენეფიციარები, მათი და-ძმები და თანაკლასელები – სოფიკო ჭიაურელის სახელობის №54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. სპექტაკლის რეჟისორია ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი.
ღონისძიების დაწყებამდე მოეწყო ფონდის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საინფორმაციო პრეზენტაცია სარეაბილიტაციო ცენტრის სამწლიანი მუშაობის შესახებ.
“ჩვენი ,,წუნა და წრუწუნა” ნათელი მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები პირობითი ტერმინიც კი შეიძლება იყოს მხარდამჭერ, მეგობრულ და მაღალი მიმღებლობის მქონე გარემოს შემთხვევაში. უყურეთ სპექტაკლს ,,წუნა და წრუწუნა” და დარწმუნდებით , რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია!” – განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნანა გოთუამ.
© საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, 2019