2 ივნისს, ფონდში ბრიტანული ორგანიზაციის HealthProm-ის წარმომადგენლები გვეწვივნენ – ტანია ბუინოვსკაია (ოპერაციების დირექტორი) და ლესლი ბიზი (ოკუპაციური თერაპიის კონსულტანტი).
HealthProm-ის მისიაა, განვითარებად ქვეყნებში, ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. 1984 წლიდან დღემდე, ორგანიზაციამ რამდენიმე ქვეყანაში განახორციელა პროექტები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით.
HealthProm-ის წარმომადგენლები წელს პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში, არსებული მდგომარეობის შესასწავლად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.
საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია” ყოველთვის მზადაა ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის.