ბუზღუნა კუ
მთის ფერდობზე ბუზღუნით მიაბიჯებს კუ.
იცით რატომ ბუზღუნებს? თურმე ჭამა სურს!
მდინარეში დაცურავს, თევზს გაავლებს მუსრს,
ჰოპ და პირში თევზი აქვს, გაუმაძღარ კუს.
მაგრამ თევზი არ ეყო, კიდევ ჭამა სურს.
ჩემს ცხვირს პირი წაავლო ღორმუცელა კუმ!
სავარჯიშო ავითარებს შემდეგ უნარებს:
- ნატიფი მოტორიკა
- მოტორული დაგეგმვა
- მეტყველების პროსოდიული მხარე
- იმიტაცია
სრული ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=P2K6gi0hM-E&list=PLkAd38GwLrsCIOBTvuG-g79Ba-eOtTsTj&index=19
ტექსტის ავტორი: ნინო გაბაშვილი
კომპოზიტორი: თამარ ჟორდანია
© საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, 2020