ბროლია და ყურშა
ბროლია და ყურშა მეგობრები არიან,
საითაც არ გაიხედავ, ყველგან ერთად დადიან.
ოთხი ლეკვი ყურშას ჰყავს, ოთხი ლეკვი – ბროლიას,
ოთხს რომ ოთხი მივუმატოთ?
სულ რვა ლეკვი ჰყოლიათ.
მსუნაგები არიან, ვერ აჯობებთ ჭამაში,
ძლიერ უყვართ სეირნობა, ცეკვა, ხტუნვა, თამაში.
სავარჯიშო ავითარებს შემდეგ უნარებს:
- მათემატიკური უნარები
- მოტორული დაგეგმვა
- ნატიფი მოტორიკა
- იმიტაციის უნარი
დეტალური ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=VgtJrztQA5Y&list=PLkAd38GwLrsCIOBTvuG-g79Ba-eOtTsTj&index=11