ბგერა წარმოიქმნება, რომელიმე საგნის რხევის დროს გარკვეული სიხშირით. სივრცე, რომელშიც ვრცელდება ბგერა – ე.წ. ბგერის ველი. მუსიკალური ინსტრუმენტების ბგერები _ წარმოიქმნება დაჭიმული სიმების რხევის შედეგად (ვიოლინო, გიტარა, პიანინო), ან დაჭიმული ტყავის რხევის დროს (დოლი). ადამიანის ხმის ბგერა წარმოიქმნება ხორხში, სახმო ნაკეცებში ამოსუნთქული ჰაერის ნაკადის დროს. ეს ბგერის რხევები ვრცელდება ჰაერში და ხვდება ჩვენს ყურში.
ბგერის ძირითადი მახასიათებლები:
- ინტენსიურობა (იზომება დეციბელებში დბ)
- რხევის სიხშირე (იზომება ჰერცებში 1ჰც)
- სპექტრი
- ხანგრძლივობა
- ფაზა
ბგერის ინტენსიურობა _ ბგერის ძალის მახასიათებელი. იზომება დეციბელებში. პირობითი სიდიდეა, რომელიც აღნიშნავს ხმის დონეს და გამოსახება ლოგარითმული შკალით.
სმენადაქვეითებულ ადამიანებში შეინიშნება ცვლილებები ხმის სიმაღლის აღქმაში. ხმები ესმით უფრო ხმადაბლა. პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ნიჟარის რეცეპტორები, მოსალოდნელია შეინიშნებოდეს აჩქარებული ხმის გაზრდის ფენომენი. ამასთანავე, ხმის ინტენსიურობის გაზრდასთან ერთად სიმაღლე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ნორმაში.
ბგერის სიხშირე _ ბგერის რხევის სიხშირე წმ-ში. ბგერის სიხშირის ცვალებადობის ერთეულია – 1ჰც., იგი შეესაბამება 1 რხევის ცვლილებას 1წმ-ში. ხმის სიხშირის სუბიექტური ნიშანია _ მისი სიმაღლე. რაც უფრო მეტია ხმის სიხშირე (რაც უფრო მეტია წამში ცვლილებების რაოდენობა – რხევა), მით უფრო მაღალია ადამიანისგან მისი აღქმა.
ხმის სპექტრი _ ხმის თვისებები, რომელიც აღწერს, რომელი სიხშირეები წარმოიქმნება მოცემული ხმის სიგნალის დროს და როგორია მათი ინტენსიურობის თანხვედრა.
ადამიანი არჩევს სხსხ ინსტრუმენტისა და სხსხ ადამიანების ხმებს მათი ტემბრითა და ხმოვნებით.
ბგერის სიგნალების მეორე ჯგუფია _ ხმაური. იგი წარმოადგენს უწესრიგო რხევების ერთობას. ხმაურის სპექტრი _ ერთმანეთში დამოუკიდებლად, წესიერი ციფრული დამოკიდებულებით, რომელიც ახასიათებს ჰარმონიულ სიგნალებს _ მუსიკალური ხმები, შეძახილები, ჩიტების ხმები და ა.შ.
ხმაურში შედის შემდეგი ხმები: კაკუნი, გუგუნი, შრიალი, ხველება, წყლის ხმაური, ნაბიჯების ხმა და სხვ. სიტყვის თანხმოვანი ბგერების დიდი უმრავლესობა, ამ კრიტერიუმით, მიეკუთვნება ხმაურიან სიგნალებს.
ბუნებაში არსებული ბგერითი სიგნალები მნიშვნელობის მიხედვით შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად: მეტყველება, მუსიკალური ბგერები, ხმაური (სხვადასხვა გარემომცველი ყოფითი ხმები, ბუნების ხმები, სამრეწველო და სატრანსპორტო ხმები).
ჩვეულებრივი სასაუბრო მეტყველება შეადგენს 50–60 დბ–ს, თუმცა შეიძლება მერყეობდეს 40 დბ–დან (ჩუმი, მაგრამ არა ჩურჩულით მეტყველება) 70 დბ–მდე (ლექტორის ან ორატორის მეტყველება). მეტყველების ინტენსიურობა განისაზღვრება საარტიკულაციო სისტემის რეზონანსული ღრუს (უპირველეს ყოვლისა პირის ღრუს) მოცულობით და ამოსუნთქვის ძალის მიხედვით ლაპარაკისას.
სასაუბრო მეტყველება მოიცავს 70-დან 8000-მდე ჰც სიხშირეებს. ამასთანავე, მეტყველების ბგერების ძირითად ნაწილს გააჩნია 100-დან 6000-მდე ჰც, ხოლო სასაუბრო მეტყველების ძირითადი სიძლიერე მოდის 1000 ჰც-მდე სიხშირეებზე.