ბავშვისთვის ფუნდამენტური უფლებაა იგი იზრდებოდეს და ვითარდებოდეს მოსიყვარულე გარემოში, უყვარდეთ უპირობოდ და ზრუნავდნენ მასზე.
საქველმოქმედო ფონდი აი ია, რომელიც სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2016 წელს დაარსდა, უკვე 7 წელია ზრუნავს სმენის დაზიანების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.
გაიცანით ჩვენი სესილი სიუჟეტიდან,
1 ივნისს იმედის დღის გადაცემას სტუდიაში სესილის მშობელი მირანდა მაზანიშვილი და ფონდის ფსიქოლოგი თაკო ბიწაძე ესტუმრნენ.