ადამიანის სმენის დაქვეითების დიაგნოსტირებისას განისაზღვრება სმენის ზღურბლები ე.ი. სხვადასხვა სიხშირის ყველაზე ხმადაბალი ხმების დონე, რომლის გაგონებაც მას შეუძლია.
ბგერების სიხშირე ჰერცებით იზომება. (ჰრც. წამში 1 რხევა). რაც უფრო მეტია ბგერის სიხშირე (რაც უფრო მეტია ჰერცების რიცხვი), მით უფრო ხმამაღლა ესმის მას.
სხვადასხა სიხშირის ბგერებზე (ტონები) სმენის ზღურბლების განმსაზღვრელ პროცედურას ტონალური აუდიოგრამა ეწოდება. ტონალური აუდიომეტრია სპეციალური მოწყობილობის – აუდიომეტრის დახმარებით ტარდება, რომელიც სხვადასხვა სიხშირისა და დონის ბგერების მიწოდების საშუალებას იძლევა. ჩვეულებრივ, აუდიომეტრში 125, 250, 500, 1000, 2000, 4000, 8000 ჰრც. სიხშირის ბგერები ხვდება. ბგერების დონე შესაძლოა იცვლებოდეს 10დბ-დან 120დბ-მდე 5 დბ-ს ბიჯით (ინტერვალით). გამოკვლევის დროს პაციენტს ყურსასმენიანი ტელეფონის საშუალებით მიეწოდებათ ბგერები და მან ბგერის გაგონებისთანავე უნდა დააჭიროს ღილაკს. მიეწოდება სხვადასხვა ხმის/სიმაღლის ბგერები, რათა განისაზღვროს ყველაზე ხმადაბალი ბგერის დონე, რომელიც ადამიანს ესმის ყველა სიხშირეზე ე.ი. სმენის ზღურბლი. როცა ბგერები ყურსასმენით მიეწოდება, იღებენ სმენის ჰაეროვან ზღურბლებს – ჩვეულებრივ, ჩვენ ასე გვესმის ბგერები. ამის შემდეგ, ბგერები, ვიბრაციის დახმარებით, მიეწოდება თავის ძვლებს – ასე აფასებენ სმენის ძვლოვან ზღურბლებს. სმენის ზღურბლები მნიშვნელოვანია კონდუქტური და სენსონევრალური სმენის დაქვეითების გარჩევისას.
აუდიომეტრიის ჩატარების შედეგად იღებენ აუდიოგრამას – გრაფიკს, რომელიც ადამიანის სმენის მდგომარეობას გვიჩვენებს. ჰორიზონტალურ ღერძზე განლაგებულია ბგერების სიხშირე ჰერცებში (125 – დან 8000 ჰც. – მდე), ვერტიკალურ ღერძზე კი – ბგერის დონე დეციბელებში (10-დან 120დბ-მდე).
უწყვეტი ხაზი აუდიოგრამაზე აღნიშნავს სმენის ზღურბლებს ჰაეროვანი გამტარობით, ხოლო წყვეტილი – სმენის ზღურბლებს ძვლოვანი გამტარობით. ერთ გრაფიკზე შეიძლება ერთი ყურის (2 ხაზი) ან ერთდროულად ორივე ყურის (4 ხაზი – 2 უწყვეტი და 2 წყვეტილი) შედეგების დატანა. უკანასკნელ შემთხვევაში, მარჯვენა ყურის შედეგები აღინიშნება წითელი ფერით, მარცხენა ყურის კი – ლურჯით. სმენის ზღურბლები დეციბელებით იზომება. რაც უფრო ცუდად ესმის ადამიანს, მით უფრო მეტია სმენის ზღურბლები დეციბელებში.
აუდიოგრამით მეშვეობით:
განისაზღვრება სმენის დაქვეითების ხარისხი;
განისაზღვრება სმენის დაზიანების ტიპი (კონდუქტური, სენსონევრალური ან შერეული) შეირჩევა და რეგულირდება სასმენი აპარატი, შესაძლოა სმენის პროთეზირების ეფექტურობის პროგნოზირება; იღებენ გადაწყვეტილებას კოხლეარული იმპლანტაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.