ანტონიმები
დიდი და პატარა, მაღალი, დაბალი,
ბოროტი და კეთილი – გამოიცანი!
სუსტი და ძლიერი,
რბილი და მაგარი,
მშიშარა და მამაცი –
ვიცანით!
ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, ლამაზად, ხალისით,
გულით და ღიმილით,
სიცილით და კისკისით.
ბეჯითი, ზარმაცი, უშნო და ლამაზი,
უმცროსი და უფროსი –
დაუქნიეთ ხელი!
მსუქანი, გამხდარი,
ნაზი და უხეში,
მოსაწყენი, მხიარული თამაში.
ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, ლამაზად, ხალისით,
გულით და ღიმილით,
სიცილით და კისკისით!
სავარჯიშო ავითარებს შემდეგ უნარებს:
- ლექსიკური მარაგი
- მიმიკური კუნთები
- მსხვილი მოტორიკა
- მოტორული დაგეგმვა
- იმიტაციის უნარი
სრული ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=imzkfSDvE28&list=PLkAd38GwLrsCIOBTvuG-g79Ba-eOtTsTj&index=6