მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გაიმართა საქველმოქმედო ფონდის აი ია წვეულება, რომელსაც
სმარტ კაპიტალ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩხარტიშვილი დაესწრო.
ღონისძიებაზე, ფონდის გუნდის წევრებმა შეაჯამეს გასული სარეაბილიტაციო წლის საქმიანობა. დაჯილდოვდნენ აი იას ბენეფიციარი ბავშვები, რომლებმაც უწყვეტი 5 წლიანი სარეაბილიტაციო მომსახურება მიიღეს, ასევე დასაჩუქრდნენ ფონდის ახალბედა და სხვა ბენეფიციარები, რომლებიც კვლავ აგრძელებენ კომპლექსური სერვისის მიღებას ფონდში.
„ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელსაც აი იას გუნდი, ბავშვები და მათი მშობლები ყოველდღიურად ერთმანეთის გვერდში დგომით და უდიდესი შრომით აღწევენ, მოხარული ვარ, რომ ჩემი ოჯახის ინიციატივით ვარ ამ მნიშვნელოვანი საქმის გულშემატკივარი და თანამონაწილე“ – მიხეილ ჩხარტიშვილი