ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის სფეროს პროექტების გამარჯვებული იდეა ,,დუდა ამბობს” პრეზენტაცია 1 ივნისს შედგება.
პროექტის მიზანია სპეციალური საჭიროებისა და მათ შორის სმენის დაზიანების და კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ ქართულ ხარისხიან საგანმანათლებლო ვიდეოებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც შექმნილია ბავშვის განვითარების სპეციფიური საკითხების მცოდნე პროფესიონალთა გუნდის მიერ.
პროექტის შედეგად შეიქმნება განმავითარებელი ქართული ვიდეო-თამაში ,,დუდა ამბობს“, სადაც სმენის დაზიანების მქონე კოხლეარული იმპლანტის მქონე გმირი იქნება წამყვანი და ბავშვებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართავს. აღნიშნული თამაში ამერიკული თამაშის ,,Simon says” ქართული და ადაპტირებული ვერსიაა. თამაშის შინაარსში ინტეგრირებულია ასევე სმენის დაზაინების მქონე ბავშვებისთვის სამეტყველო ბგერების დიაპაზონის ე.წ. ლინგის 6 ბგერის ტესტი.
ვიდეო თამაში მორგებულია ისე, რომ წახალისდეს ბავშვის შემდეგი უნარები:
- იმიტაცია – ფიზიკური მოძრაობის გამეორება
- სმენითი ყურადღება და კონცენტრაციის უნარი
- წინასამეტყველო ბგერები და მათი გამეორება
- მეტყველებისთვის საჭირო სხვადასხვა უნარი როგორიცაა სუნთქვა, ხმამიბაძვები.
ვიდეო თამაში გრაფიკული ანიმაციის სახით შეიქმნება და ბავშვებისთვის შესაძლებლობა იქნება მათთვის განკუთვნილი ეკრანის დრო სასარგებლოდ გამოიყენონ.