საქველმოქმედო ფონდი “აი ია” მაკ ჯორჯიას მცირე გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ერთობლივი ძალებით სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის მიზნით:
- ითარგმნება და გამოიცემა სახელმძღვანელო სპეციალისტებისა და მშობლებისთვის;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სახელმძღვანელო ინტეგრირდება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსის სილაბუსში;
- გაიმართება შეხვედრები რეგიონში არსებული ორგანიზაციების ჩართულობით.
წიგნის ავტორია პედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სმენითი რეაბილიტაციის მეთოდის ავტორი ინა კოროლიოვა.
ქართული თარგმანი კი ფონდის “აი ია” აუდიო-ვერბალურ თერაპევტს თეა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.
პროექტის მენეჯერია სალომე ბარბაქაძე
პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია კომპანია “კინდ სმენა”
სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.