საქველმოქმედო ფონდი აი ია სმენის კვირეულს ყოველ წელს 25 თებერვლისან 3 მარტის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებებით ეხმაურება.
25 თებერვალს ფონდი მედ სითის სტუმარი იყო. ფონდის აუდიო-ვერბალურმა თერაპევტმა თამარ კირვალიძემ და კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტმა თეა გოჩიტაშვილმა რედ სითის მსმენელს სმენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მთავარი საკითხები გაუზიარეს, უპასუხეს კითხვებს და ისაუბრეს სმენის დაზიანების შემთხვევაში სხვადასხვა გამოსავალზე, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოხლეარული იმპლანტია.
ამავე დღეს გლობალური კავშირი კოხლეარული იმპლანტისთვის 1 წლის გახდა. კავშირი 75 ორგანიზაციას, 350 ინდივიდს და 48 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოდან საქველმოქმედო ფონდი აი ია კავშირის ერთ ერთი დამფუძნებელი წევრია.
კოხლეარული იმპლანტაცია წარმატებული გზაა ცხოვრებისა და შესაძლებლობების ცვლილებისთვის. სმენის დაზიანების მქონე ადამიანთათავის უწყვეტი სერვისის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. ამ დროისათვის 20 ადამიანიდან მხოლოდ 1 მიუწვდება ხელი კოხლეარულ იმპლანტზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აღნიშნულის შესაცვლელად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მთელი ცხოვრების განმავლობაში.