ა(ა)იპ სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი აი ია – ამჟამად ემსახურება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 0-6 წლამდე და სასკოლო ასაკის 20 ბენეფიციარს. თითოეული ბენეფიციარი ყოველკვირეულად იღებს სამედიცინო ინჟინრის, აუდიო-ვერბალური თერაპევტის (სურდოპედაგოგის), მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის, სპეციალური პედაგოგის, მუსიკათერაპევტებისა და არტ თერაპევტის მომსახურებას.