ჩვენი ღირებულებები

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული და ჰქონდეს სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ჩვენი მისია

სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მაღალ ხარისხიანი, საჭირო და შესაბამისი რეაბილიტაციის მდგრადად განვითარებადი სისტემის ჩამოყალიბების, საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით.

ჩვენი მიზნები

რეაბილიტაციის კომპლექსური სერვისი; სმენის პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა; სმენის დაზიანების მქონე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, სპეციალისტების თუ პედაგოგთა გაძლიერება.

სიმღერა ემოციებზე – დუდა

კოხლეარული იმპლანტის მქონე გმირი დუდა სხვადასხვა თამაშებსა და სიმღერებს სთავაზობს ბავშვებს. გმირი ფონდმა მშობლებისთვის და ბავშვის გარემოში მყოფი სხვა ადამიანებისთვის შექმნეს, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ ბავშვებთან სასიამოვნო დროის გატარებასთან ერთად სპეციალურ საჭიროებებზე ესაუბრათ. პატარა ასაკიდანვე აღნიშნულ საკითხზე საუბარი და თამაშებში აღნიშნული თემის შემოტანა დაგვეხმარება ერთად ჩამოვაყალიბოთ მეტად ტოლერანტული და განსხვავებულობის მიმართ მაღალი მიმღებლობის მქონე ინკლუზიური საზოგადოება.

ჩვენი გუნდი

“აი ია“-ს პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც საერთო ღირებულებები და ხედვა გვაერთიანებს.

  • ბავშვის განვითარებაში მთავარი როლი აქვს ოჯახს და თავად ოჯახი ურთიერთდაკავშირებული სისტემაა.

  • ხარისხიანი მომსახურება მტკიცებულებაზე დაფუძვნებულია და ხორციელდება პროფესიონალების მიერ.

  • სმენის პრობლემა ბიოფსიქოსოციალური საკითხია და მოითხოვს სხვადასხვა სისტემების ურთიერთდაკავშირებულ მუშაობას.

სამეთვალყურეო საბჭო

სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მაღალ ხარისხიანი, საჭირო და შესაბამისი რეაბილიტაციის მდგრადად განვითარებადი სისტემის ჩამოყალიბების, საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით.

ფონდის საბჭოს საპატიო წევრები არიან:

პარტნიორები და დონორები