რას განიცდიან მშობლები
როცა ვიგებთ, რომ ჩვენი შვილი ყრუა ან სმენადაქვეითებული, სხვადასხვაგვარ ემოციას განვიცდით. ეს ემოციები შეიძლება იყოს შოკი, შიში, უარყოფა, დარდი, გლოვა, ამოსუნთქვა, მრისხანება, დანაშულის გრძნობა, დაუჯერებლობა, გაკვირვება.
“როცა ჩემი შვილის ჩემი შვილის დიაგნოზი ბოლოსდაბოლოს გავიგე, ამოვისუნთქე, შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მე გავთავისფულდი, ისედაც ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ იყო. ახლა კი გაურკვევლობა დასრულდა. დიაგნოზი ნიშნავდა, რომ დროს აღარ დავკარგავდი, უკვე შემეძლო შემდეგი ნაბიჯი გადამედგა.”
“არაფერი მახსოვს იმის შემდეგ რაც სიტყვა “ყრუ” გავიგონე.”
“გამიკვირდა ეს რომ გავიგე, თავს დამნაშვედ ვგრძნობდი”
“მეშინოდა, სიყრუის შესახებ ხომ არაფერი ვიცოდი, არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა.”
“გარკვეული დროის განმავლობაში დათრგუნული ვიყავი”
“დაცლილი და შერყეული ვიყავი ამ ამბით. მახსოვს, სახლამდე ძლივს მივედი, ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა აღარ შემეძლო. სრულიად განადგურებული ვიყავი. პირველ კვირაში სულ ვტიროდი, თავდაუზოგავად ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, მას რომ გაეგონა.! შემდეგ იმპლანტზე გავიგე და პირველი რეაქცია იყო, რომ ეს გვიშველიდა.
“გამიხარდა, რომ მხოლოდ სიყრუე იყო”
“ჩემთვის დასაწყისში ყველაზე რთული იყო შიში, უცნობი მოვლენისადმი შიში”