ჩვენი ისტორია
ფონდი „აი ია“ 14 აპრილს, ქართული ენის დღეს დაფუძნდა და მისი მმართველი საბჭოს წევრები არიან: ფონდის საბჭოს თავმჯდომარე, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ნემსაძე; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტისა და ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შოთა ჯაფარიძე; ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის და ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი ივანე ქევანიშვილი; „ფონდი აურეს“ ხელმძღვანელი ეკატერინე თორთლაძე; ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი; ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი; თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვატო კახიძე და დამფუძნებლები- ფონდ „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორი ნანა გოთუა და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
ფონდის ინიციატივითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით ივლისში ამოქმედდა სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რებილიტაციის ცენტრი.
იზიარებს რა მსოფლიოში აპრობირებულ და მეცნიერულად დასაბუთებულ მიდგომებს, ფონდმა „აი ია“ თბილისში დააფუძნა სმენის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი. ამ ეტაპზე იგი ორიენტირებულია კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი კომპლექსური რეაბილიტაციის სერვისი (სმენით და ენა-მეტყველებით თერაპიის გზით) მიაწოდოს 6 წლამდე ბენეფიციარებს, რომლებსაც იმპლანტი მიღებული აქვთ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ან/და 2016-17 წელს მიიღებენ იმპლანტს. რეაბილიტაციის სრული კურსი გულისხმობს უწყვეტ, არანაკლებ სამწლიან კომპლექსურ კურსს, წელიწადში 160-176 საათის ფარგლებში.