(+995) 322 236 933 | INFO@AIIA.ORG.GE
  • ქართულიქართული
    • English English

აი ია

  • მთავარი
  • ჩვენი სერვისი
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სმენის შესახებ
      • სმენის დაქვეითების სახეები
      • ბგერა
      • სმენის დაქვეითების მიზეზები
      • აუდიოგრამა
      • ყურის ანატომია
    • ტექნოლოგიები
      • კოხლეარული იმპლანტი
      • იმპლანტაციის კრიტერუიუმები
      • სასმენი აპარატი
      • FM – სისტემები
    • სახელმწიფო პროგრამები
  • მშობლებს
    • მშობლების მხარდაჭერა
      • ადრეული ჩარევა
      • კომუნიკაციის გზები
      • ბავშვების პოტენციალი
      • რას განიცდიან მშობლები
      • რჩევა მშობლისაგან მშობელს
    • ოჯახისთვის
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Home
  • ბავშვების პოტენციალი
 

ბავშვების პოტენციალი

სმენადაზინებულ ბავშვებს აქვთ მოსმენისა და მეტყველების სწავლის პოტენციალი

სმენის დაზიანება ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა, რომელიც მიახლოებით 1000-დან 2 ახალშობილს აღენიშნება (Australian Hearing, 2013).

92% ბავშვებისა პერმამენტული სმენის დაზიანებით სმენიანი მშობლების ოჯახში იბადებიან (Mitchell & Karchmer, 2004).

ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს იბადებიან ბავშვები და ხშირად ოჯახებში, სადაც უახლოესი ნათესავები იგივე პრობლემით არ ყავთ.

დანარჩენი 8%-ს ორივე ან ერთ-ერთი მშობელი ყავს სმენის დაზიანებით და ისინი შესაძლოა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ყრუთა კულტურასთან ახდენდნენ.

პროფესიონალური შეფასებებით დასტურდება, რომ 90%-ზე მეტ ბავშვს დაზიანებული სმენით შენარჩუნებული აქვს ყურის ფიზიკური სტრუქტურა, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალური შედეგი მიიღოს ისეთი თანამედროვე სასმენი ტექნოლოგიებით, როგორებიცაა ციფრული სასმენი აპარატები, შუა ყურის იმპლანტი ან კოხლეარული იმპლანტი.  (Adunka et al., 2006; Rance, 2005).

თანამედროვე ტექნოლოგიების მთელი რიგი მიღწევებით შესაძლებელია ბავშვების უმეტესობა ოპტიმალურად გაძლიერდეს, რამაც იმპლანტირებადი მოწყობილობების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების ცვლილებებთან ერთად მოიტანა, რომ სმენადაზიანებული ბავშვების დიდ უმრავლესობას აქვს პოტენციალი ისწავლონ მოსმენა და ვერბალური მეტყველება (ლაპარაკი), თუკი აღნიშნული შესაძლებლობები იქნება გამოყენებული.

ყველა ბავშვი იბადება ტვინში ებაში არსებული მოსმენისა და ენის სწავლის თავისი წინასწარი ხაზით. (Flexer, 1999).

ზეპირი მეტყველების სწავლებისთვის არსებობს კრიტიკული პერიოდი, ნერვული განვითარების 85% სიცოცხლის პირველ 3 წელიწადში ხდება. (Shonkoff & Phillips, 2000).  სუფთა, ნატურალური ზეპირი მეტყველების განვითრების გასაღები  ტვინის ადრეული აუდიტირების ხელმისაწვდომობაა.

აუდიტურ-ვერბალური თერაპია ყველაზე ეფექტურია მოსმენისა და სალაპარაკო ენის (ზეპირი მეტყველების) განვითარებისთვის.

მოსმენისა და სალაპარაკო ენის განვითარების მაქსიმიზაციისთვის სმენადაზიანებული ბავშვები საჭიროებენ ოპტიმალურ ძალისხმევას სპეციალიზებული მოსმენისა და სალაპარაკო ენით, ადრეულ ჩარევასთან კომბინაციით.

მხოლოდ ძალისხმევა ვერბალური მეტყველების ოპტიმალური განვითრებისთვის უძლურია. (Wilkins & Ertmer, 2002).

აუდიტურ-ვერბალურ თერაპიაში მშობელი ადრეული ჩარევის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. აუდიტურ-ვერბალური თერაპევტთან პარტნიორობით მშობლები ხელმძღვანელობენ და სწავლობენ თავიანთი შვილის ვერბალური მეტყველების განვითარების ფასილიტაციას მოსმენით.

აუდიტურ-ვერბალური თერაპია წარმატებულად ავითარებს მოსმენასა და ზეპირ მეტყველებას ტვინის აუდიტური განვითარების სტიმულირებით. ეს კი საშუალებას აძლევს ბავშვებს გაგონილის აზრი გამოიტანონ და სმენისა და მეტყველების განვითარების ნერვული გზები მოაწყონ.  (AG Bell Academy for Listening and Spoken Language 2013; Chermak et al. 2007; Cole & Flexer 2007).

უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ მოსმენით სწავლება ვერბალური მეტყველების, კოგნიტურობის და ლიტერატურული უნარების განვითარების ყველაზე ეფექტური გზაა. (Cole & Flexer, 2007).

დადასტურებულია, რომ აუდიტურ-ვერბალური თერაპია დაფუძნებიდან ყველაზე ეფექტურია  მოსმენით სწავლებაში, სმენადაზიანებული ბავშვების ვერბალური ენის განვითარებასა და განათლების შედეგებში.

რას გვეუბნებიან კვლევები?

ჩვენი კვლევები გვაჩვენებენ, რომ სმენადაზიანებული ბავშვები აუდიტურ-ვერბალურ თერაპიაში:

  • ასრულებენ კურსს უფსკრულის გარეშე თავიანთი ქრონოლოგიურ და ენობრივ ასაკს შორის და ვერბალური ენა განვითარებული აქვთ თავიანთი სმენიანი თანატოლებისნაირად. (Constantinescu, Dornan, Rushbrooke, Brown, McGovern, Close, Hickson & Waite, submitted; Dornan, Hickson, Murdoch, & Houston, 2007, 2009; Dornan, Hickson, Murdoch, Houston, & Constantinescu, 2010; Fulcher, Purcell, Baker, & Munro, 2012; Hogan, Stokes, White, Tyszkiewicz, & Woolgar, 2008; Rhoades & Chisolm, 2000).
  • მათი ენის განვითარების დონის შესაბამისობობის საშუალოდ თორმეტ თვეში მიღებული პროგრესი  იგივეა და პასუხობს მოლოდინს სმენიანი თანატოლებისთვის; (Dornan, Hickson, Murdoch, & Houston, 2007, 2009; Dornan, Hickson, Murdoch, Houston, & Constantinescu, 2010; Rhoades & Chisolm, 2000).
  • განივითრეს ვერბალური ენის, თვითშეფასების, კითხვის და მათემატიკურ უნარებს იგივე კოეფიციენტით, როგორიც დასახული იყო სმენიანი თანატოლებისგან შერჩეულ ჯგუფში. (Dornan, Hickson, Murdoch, Houston, & Constantinescu, 2010).
  • უკვე 6 თვეში მიღწეულია 12 თვის ასაკის შესაბამისი განვითარება, თუკი დიაგნოსტირება ხდება დაბადებისთანავე და ადიტორულ-ვერბალურ თერაპიის პროგრამაში ერთვება წლამდე ასაკში. (Constantinescu, Waite, Dornan, Rushbrooke, Brown, Close & McGovern, submitted).
  • აქვს უკეთესი ენობრივი და სმენითი უნარები, ვიდრე აუდიტურ-ორალური (მოსმენა და ტუჩებიდან კითხვა) ან ბილინგვალური-ბიკულტურული (ავსტალიური ჟესტური  და წერითი ინგლისური ენა) პროგრამების მომხმარებლებისგან შერჩეულ ჯგუფს, სადაც კოხლეარული იმპლანტის გამოყენების ასაკი 3 წელია.  (Dettman, Wall, Constantinescu, & Dowell, 2013).

ავსტრალიური კონტექსტი და სმენის დაზიანებისსახეცვლილება

ავსტრალიაში 350 ბავშვი იბადება ყოველწიურად სმენის დაზიანებით და ყოველი ბავშვი აღრიცხულია (Ching, 2013).

21-ე საუკუნეში ადრეული დიაგნოსტიკა  ახალშობილთა უნივერსალური სკრინინგით, ადრეული წვდომა ოპტიმალურ ტექნოლოგიებთან (სმენის აპარატები/ან კოხლეარული იმპლანტი) და ადრეული ინტერვენცია დღეს ავსტრალიაში ნორმაა.

დღეს არსებობს მტკიცებულება და შესაძლებლობა აუდიტურ-ვერბალური თერაპიის მხარდასაჭერად და იმისათვის, რომ ეს იქცეს ორიენტირად სმენადაზიანებული ბავშვებისთვის ავსტრალიაში, ასევე პროგრესისა და რეზულტატისთვის, რომლის შედარება მოხდება  ობიექტურ მტკიცებულებებთან.

ქუინსლენდში, ახალშობილთა სკრინინგის შედეგად  ბავშვი იდენტიფიცირდება დაბადებისას და უფრო ადრე იღებს გაძლიერებას (ტექნოლოგიებს) და უმეტეს შემთხვევაში დიაგნისტირებიდან ორ თვეში აღჭურვილია სასმენი აპარატით ან კოხლეარული იმპლანტით (აუცილებლობისას) 12 თვემდე.

ასევე პატარები დაბადებიდან მალევე ერთვებიან ადრეული ჩარევის პროგრამებში და ეს მდგრადი ტენდენციაა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს ცვლის სმენადაზიანების სახეს და ბავშვები საუკეთესო მდგომარეობაში არიან და მაქსიმალურ შედეგს იღებენ აუდიტურ-ვერბალური ინტერვენციიდან ნერვული სისტემის განვითარების კრიტიკულ პერიოდში.

Hear and Say-ს აუდიტურ-ვერბალური თერაპიის პროგრამა ქუინსლენდში ამჟამად ქუინსლენდელი ბავშვების მიახლოებით 65%-ს (Queensland Healthy Hearing data).

Hear and Say ფლობს მონაცემებს აღნიშნული მეთოდის შედეგიანობის შესახებ, სადაცუკანასკნელ რამდენიმე წელიწადში კურსადამთავრებულთა 100% ჩვეულებრივ სკოლაში მიდის. 2012 წელს, კურსდამთვრებულებს როგორ წესი, ვერბალური მეტყველების უნარები ისევე აქვთგანვითარებული როგორც მათ სმენიან თანატოლებს. (Hear and Say, 2012).

„Hear and Say“-ს ძლიერი აქცენტი კვლევების შედეგებზე, ნიშნავს, რომ კვლევა სახელმძღვანელო მტკიცებულებებზე დაფუძნებული  პრაქტიკაა;  ეხმარება შექმნას კლინიკური კრიტერიუმები სამეტყველო ენის მოლოდინისა და  პროგრესისათვის სმენადაზიანებულ ბავშვებში; უზრუნველყოფს მშობლებს, იყვნენ საუკეთესოდ ინფორმირებულები იმ პოტენციური შედეგების შესახებ, რომელთა მიღწევა შესაძლებელია მათი შვილებისთვის.

ახალი კვლევებით დასტურდება, რომ მიღწევები სასმენ ტექნოლოგიებში და კანდიდატთა კრიტერიუმების ცვლილება  წამყვანია მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში. მშობლები, პროფესიონალები და ფართო საზოგადოებავალდებულია და უფლება აქვთ ჰქონდეთ მოლოდინიადრეული ინტერვენციის პროგრამებიდან.

როგორც საზოგადოებას, ასევე ჩვენ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ყველა ადრეული ჩარევის სერვისის პროვაიდერს ჰქონდეს წამყვან კვლევებზე დაფუძნებული პასუხები შემდეგი კითხვებისთვის:

  1. სმენადაზიანებულ ბავშვებთან მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ?
  2. კომუნიკაციისა და განათლების რომელ ფილოსოფიას შეიცავს თქვენი პროგრამა?
  3. რომელი კვლევის შედეგები აჩვენებენ რომ თქვენი ადრეული ინტერნვეციის პროგრამა ეფექტურია?
  4. რით განსხვავდება თქვენი პროგრამა რითაა ეფექტური სხვა  პროგრამებისგან?
  5. როგორ ზომავთ შედეგებს?
  6. რა შედეგებს უნდა ველოდოთ თქვენი პროგრამით და როგორ შეფარდებაშია ეს შედეგები სმენიანი თანატოლების შედეგებთან?
  7. შეუძლიათ უმეტეს ბავშვებს ჩვეულებრივ სკოლაში წასვლა?
  8. შეძლებენ ბავშვები ფართო საზოგადოებაში ინტერაქციას და დამოუკიდებელად ცხოვრებას?
  9. რა რისკები აქვს ადრეული ჩარევის მეთოდს?
  10. რა მოხდება თუ პროგრამა არ გაამართლებს  კონკრეტული ბავშვისა და ოჯახისათვის?

References

Adunka, O., Roush, P., Teagle, H., Brown, C., Zdanski, C., & Jewells, V, et al. (2006). Internal auditory canal morphology in children with cochlear nerve deficiency. Otology & Neurotology, 27(6), 793-801.

AG Bell Academy for Listening and Spoken Language. (2013). The AG Bell Academy for Listening and Spoken

Language. See http://www.listeningandspokenlanguage.org/AGBellAcademy/ (last checked 1 Jan 2013).

Australian Hearing. (2013). Types of Hearing Loss. See http://www.hearing.com.au/types-of-hearing-loss (last checked

1 July 2013).

Canalis, R.F., & Lambert, P.R. (2000). The ear: Comprehensive otology. Philadelphia: Lippincott Williams & Wilkins

Genetic hearing loss may be autosomal dominant, autosomal recessive, or X-linked (related to the sex

chromosome).

Chermak, G., Bellis, T., & Musiek, F. (2007). Neurobiology, cognitive science and intervention. In G. Chermak & F.

Musiek (Eds.), Handbook of (central) auditory processing disorder: Vol. 2. Comprehensive intervention (pp. 3-

28). San Diego, CA: Plural Publishing.

Ching, T. (2013). Do children with hearing loss who receive early intervention catch up with their normal- hearing

peers by elementary grades? Australian Hearing Hub Inaugural Conference, Sydney, April 2013.

Cole, E., & Flexer, C. (2007). Children with hearing loss: Developing listening and talking birth to six. San Diego,

CA: Plural Publishing.

Constantinescu, G., Waite, M., Dornan, D., Rushbrooke, E., Brown, J., Close, L., & McGovern, J. (submitted).

Outcomes of an Auditory-Verbal Therapy program for young children with hearing loss.

Dettman, S., Wall, E., Constantinescu, G., & Dowell, R. (2013). Communication outcomes for groups of children using

cochlear implants enrolled in Auditory-Verbal, Aural-Oral, and Bilingual-Bicultural early intervention programs.

Otology & Neurotology, 34, 451-459.

Dornan, D., Hickson, L., Murdoch, B., & Houston, T. (2007). Outcomes of an Auditory-Verbal program for children with

hearing loss: A comparative study with a matched group of children with typical hearing. The Volta Review,

107, 37-54.

Dornan, D., Hickson, L., Murdoch, B., & Houston, T. (2009). Longitudinal study of speech and language for children

with hearing loss in Auditory-Verbal Therapy programs. The Volta Review, 109, 61-85.

Dornan, D., Hickson, L., Murdoch, B., Houston, T., & Constantinescu, G. (2010). Is Auditory-Verbal Therapy effective for children with hearing loss? The Volta Review,110, 361-387.

Flexer, C. (1999). Facilitating hearing and listening in young children (2nd Ed.). San Diego: Singular Publishing Group.

Fulcher, A., Purcell, A.A., Baker, E., & Munro, N. (2012). Listen up: Children with early identified hearing loss achieve

age-appropriate speech/language outcomes by 3 years-of-age. International Journal of Pediatric

Otorhinolaryngology, 76,1785-1794.

Hear and Say (2012). Annual Report 2011-2012.

Hogan, S., Stoke, J., White, C., Tyszkiewics, E., & Woolgar, A. (2008). An evaluation of AVT using rate of early language

development as an outcome measure. Deafness and Education International, 10(3), 143-167.

Mitchell, R. E., & Karchmer, M. A. (2004). Chasing the mythical ten percent: Parental hearing status of deaf and hard

of hearing students in the United States. Sign Language Studies, 4(2), 138–163.

Rance, G. (2005). Auditory neuropathy/dys-synchrony and its perceptual consequences. Trends in Amplification, 9, 1-

Rhoades, E.A., & Chisolm, T.H. (2000). Global language progress with an Auditory-Verbal approach for children who

are deaf and hard of hearing. The Volta Review, 102, 5-24.

Shonkoff, J. & Phillips, D. A. (Eds.). (2000). From neurons to neighborhoods. Washington, DC: Nat Academy of Science.

Wilkins, M., & Ertmer, D. (2002). Introducing young children who are deaf or hard of hearing to spoken language:

Child’s Voice, an Oral School. Language, Speech, and Hearing Services in Schools, 33(3), 198-204.

Search

უახლესი პოსტები

  • დუდა – შობის ღამე ნაწილი 4

  • დუდას თავგადასავალი – ნაწილი 3

  • მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებისთვის

  • მისი უდიდებულესობა მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკის და მონაკოს სამეფო დელეგაციის ვიზიტი საქველმოქმედო ფონდში აი ია!

  • დუდას სკოლაში მოგზაურობის ისტორია – ნაწილი 2

დაგვიკავშირდით

  •  ბელიაშვილის ქ. 5, თბილისი
  • +995 322 236 933
  • info@aiia.org.ge
  • შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
  • ჩვენი YOUTUBE არხი

შემოგვიერთდით ჩვენს YOUTUBE-არხზე

  • GET SOCIAL

© 2017-2019 Charity Foundation Ai Ia

TOP