(+995) 322 236 933 | INFO@AIIA.ORG.GE
  • ქართულიქართული
    • English English

აი ია

  • მთავარი
  • ჩვენი სერვისი
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სმენის შესახებ
      • სმენის დაქვეითების სახეები
      • ბგერა
      • სმენის დაქვეითების მიზეზები
      • აუდიოგრამა
      • ყურის ანატომია
    • ტექნოლოგიები
      • კოხლეარული იმპლანტი
      • იმპლანტაციის კრიტერუიუმები
      • სასმენი აპარატი
      • FM – სისტემები
    • სახელმწიფო პროგრამები
  • მშობლებს
    • მშობლების მხარდაჭერა
      • ადრეული ჩარევა
      • კომუნიკაციის გზები
      • ბავშვების პოტენციალი
      • რას განიცდიან მშობლები
      • რჩევა მშობლისაგან მშობელს
    • ოჯახისთვის
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Home
  • კომუნიკაციის გზები
 

კომუნიკაციის გზები

აუდიო-ვერბალური თერაპია: სმენადაკარგული მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება

სმენადაკარგული ბავშვების მშობლების 95% სმენის მქონეა (Mitchell and Karchmer, 2004) და ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ბევრი მშობელი ირჩევს ვერბალურ ენას, როგორც სმენადაკარგულ ბავშვთან ურთიერთობის ძირითად საშუალებას. ზოგიერთ შტატში, მაგალითად, ჩრდილო კაროლინაში, მშობლების 85% თავიანთი სმენადაკარგული შვილისთვის ვერბალურ ენას ირჩევენ (Alberg, Wilson and Roush, 2006), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იციან, რომ ვერბალური ენა მათი შვილისთვის ეფექტური გამოსავალია. ეს მშობლები, როგორც წესი, სმენისა და ვერბალურ მეტყველების განმავითარებელ ისეთ მიდგომებს ირჩვენ, როგორიცაა აუდიო-ვერბალური თერაპია ვიზუალური კომუნიკაციის ინიცირების სისტემის გარეშე.

დროულად გამოვლენისა და მოწინავე სასმენი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხევევაში, საკმაოდ მძიმე ან სრულიად სმენადაკარგულ ბავშვებსაც კი შეუძლიათ მიაღწიონ მოსმენის უნარის გამომუშვებას და მიჰყვნენ ინტერვენციულ მიდგომებს, რომლებიც ორიენტირებულია განვითარების ტიპიური ეტაპის მიღწევაზე მოსმენაში, საუბარში, ენაში, შემეცნებასა და სასაუბრო კომპეტენციაში. მშობელთა მხრიდან კომუნიკაციის ტიპის შერჩევა ბავშვისთვის ხანგრძლივად მოთხოვნად შედეგს ემყარება. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროფესიონალებმა, რომლებიც ადრეულ ინტერვენციულ და სააბილიტაციო მომსახურებას ეწევიან, მხარი უნდა დაუჭირონ მშობლების არჩევანს და აღმოუჩინონ აუცილებელი დახმარება და ჩარევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვი მაქსიმალურად შესაძლებელი დოზით ეცადოს ამ შედეგების მიღწევას.

აუდიო-ვერბალური თერაპიის განმარტება

„აუდიო-ვერბალური თერაპია ხელს უწყობს სასაუბრო ენის ოპტიმალურ შეთვისებას ყრუ და  სმენადაქვეითებულ ახალშობილებში, ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში; აუდიო-ვერბალური თერაპია ხელს უწყობს ადრეულ დიაგნოსტიკას, უზრუნველყოფს ერთი-ერთზე თერაპიას და მოწინავე აუდიოლოგიურ მართვას და ტექნოლოგიებს. მშობლები და აღმზრდელები აქტიურად მონაწილეობენ თერაპიაში. ხელმძღვანელობის, ინსტრუქტაჟის, დემონსტრირების მეშვეობით მშობლები თავისი შვილების ვერბალური ენის განვითარებაში ძირითადი კოორდინატორები ხდებიან. საბოლოო ჯამში, მშობლები და აღმზრდელები რწმუნდებიან, რომ მათ ბავშვს ექნება ხელმისაწვდომობა სრულ სასწავლო, სოციალურ და პროფესიონალურ სპექტრზე.“ (АG Bell Academy, 2012).

აკადემიამ მხარი დაუჭირა აუდიო-ვერბალური თერაპიის პრაქტიკის ზოგიერთ პრინციპს, რაც გულისხმობს ახალშობილ და მცირეწლოვან ბავშვებში სმენის დარღვევის ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობას, შემდგომი დაუყოვნებელი აუდიოლოგიური მართვისა და აუდიო-ვერბალური თერაპიის მიზნით; შესაფერისი, თანამედროვე სასმენი აპარატების დაუყოვნებლივ მორგებასა და გამოყენებას სმენითი სტიმულაციის მაქსიმალური შედეგების მისაღწევად; მშობლების მომზადებასა და ტრენირებას, რომ აქტიური მუდმივი მონაწილეობით გახდნენ თავიანთი შვილის ძირითადი დამხმარეები სმენისა  და ვერბალური ენის შეთვისებაში; რომ მოხერხდეს სმენითი აღქმის, მეტყველების, ენის აღქმისა და კომუნიკაციის ბუნებრივი განვითარების მოდელების გამოყენება; მოხდეს ჩვეულებრივ სკოლაში განათლების მიღება სმენიან თანატოლებთან ერთად.

Search

უახლესი პოსტები

  • ფონდი ,,აი ია” გამომცემლობა The Messenger-ის ფურცლებზე

  • ფონდის გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

  • საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია” შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია

  • ფონდსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • შეხვედრა აინა ტერეზა ფოსუმთან

დაგვიკავშირდით

  •  ბელიაშვილის ქ. 5, თბილისი
  • +995 322 236 933
  • info@aiia.org.ge
  • შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
  • ჩვენი YOUTUBE არხი

შემოგვიერთდით ჩვენს YOUTUBE-არხზე

  • GET SOCIAL

© 2017-2019 Charity Foundation Ai Ia

TOP